1

4K 182 163
                                    

- გამიშვით!! შემეშვით!! ნაბიჭვრებო!! - ბოლო ხმაზე იყვირა ბიჭმა და ექთნებს თავი დააღწია წამლები ძირს გადმოყარა და დანა აიღო - ახლოს არ მოხვიდეთ!! მოგკლავთ!!

- დამშვიდდით! ყველაფერი რიგზეა! - მშვიდად თქვა ერთ-ერთმა ექთანმა და ბიჭისკენ დაიწყო ნელა სვლა.

- არ მოხვიდე!

- ყველაფერი რიგზეა პატარა ბიჭო - ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ და ბიჭთან კვლავ ახლოს მისვლა სცადა - ჩვენ შენთან ვართ! ყველაფერი კარგადაა! - ექთანი დინჯი ნაბიჯით მიდიოდა შეშინებული ბიჭისკენ და ნელ-ნელა მიუახლოვდა, ხელზე მისი თბილი ხელი დაადო და ფრთხილად დანა გამოაცალა - ჩვენ შენთან ვართ! დაწექი და ეს წამლები მიიღე!

- არა! თქვენ მომკლავთ!! არმინდა გთხოვთ! - ბიჭმა შიშისგან ტირილი დაიწყო - არმინდა სიკვდილი!

- არავინ არაფერს დაგიშავებს. მხოლოდ დაწექი თავს უნდა გაუფრთხილდე რათა აქედან მალე წახვიდე! - მშვიდად თქვა გოგონამ და ამჯერად ბიჭი მთლიანი სხეულით ლოგინზე მოათავსა.

ბიჭი ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა ცრემლები შეეჩერებინა, შეშინებული უყურებდა მის წინ მდგარ თეთრხალათიან ეთქნებს, კაცებსაც თუ ქალებს რომლებსაც ხელში სხვადასხვა წამლები მოემარჯვებინათ, მათი ეშინოდა, სასწაულად ეშინოდა.
კაცი რომელიც მასზე ბევრად მაღალი იყო მასზე მოქმედებდა, ცუდად!
ყველა კაცი ექთნის დანახვაზე კანკალი უტყდებოდა და ტირილს იწყებდა.

გოგონამ ყველა ექიმს ოთახიდან გასვლა თხოვა თავად კი ბიჭს დაუჯდა გვერდით და ნემსი ამოიღო თეთრი ხალათის ჯიბიდან.

- დამშვიდდი კარგი? ეს ექიმები არაფერს დაგიშავებენ! მშვიდად იყავი მე შენს გვერდით ვარ!

- მეშინია - თქვა კვლავ ბიჭმა და ფეხები მოკუმა, თვალები დახუჭა და კანკალი განაგრძო. ექთანი მასთან მივიდა და თავზე მოეფერა, ბიჭის თეთრ თმაში შეაცურა წვრილი ხელები და ფუმფულა თმაზე ხელი გადაუსვა.

Lošer Lóve  | TAEKOOK  (დასრულებული)Where stories live. Discover now