17

1.3K 126 102
                                    

- რა მოგივიდა? - ჩუმად იკითხა კუთხეში მჯდომმა თეჰიონმა და ბიჭს თვალებში შეხედა რომელსაც ნახევარი სახე სისხლიანი ქონდა, ტუჩიი კი გახეთქილი - რატომ ხარ ასეთ ცუდ დღეში?

- მამამ მცემა - ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა - ის ცუდია, საშინელია!

- მამამ? - ჩუმად თქვა თეჰიონმა - მეც.

- რა?

- მეც მამაჩემის გამო ვარ აქ......ის დედას ურტყავდა, ვეღარ გავუძელი. შემეშინდა და ლაჩარივით გამოვიქეცი, ხეებში დავდიოდი და ეს ქოხი დავინახე ვიფიქრე სანამ ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, ცოტახანი აქ ვიქნებოდი - ცრემლები მოიწმინდა თეჰიონმა - საზიზღარი მამა მყავს!

- მეც...მის გამო ცხოვრება აღარ მსურს - ტირილით ჩაილაპარაკა სისხლიანმა ბიჭმა და მის ხელებს შეხედა - მინდა მამაჩემი მოკვდეს - ჩუმად ჩაილაპარაკა.

- ვიცი გტკივა მაგრამ მის გამო ცუდად არ უნდა იყო - თეჰიონი ცდილობდა ბიჭისთვის იმედები მიეცა, ის ხომ ასეთი პატარა იყო? მას ხომ იგივე აქვს გამოვლილი და მასაც ასე ძლიერ სტკივა?

- შენც ხომ იმისთვის ხარ აქ რადგან მამამ გატკინა როგორ შეგიძლია ასე საუბარი?

- მე მტკივა მაგრამ გადარჩენას ვცდილობ შენ კი ნებდები!

- რატომ?

- რა?

- რატომ გინდა გადარჩე? ეს ცხოვრება ხომ ასეთი ტანჯულია??

- რადგან....მინდა ბედნიერი დასასრული ქონდეს ჩემს საცოდავ ამბავს....- ჩუმად თქვა და თავი დახარა, სამაჯური მოიხსნა რომელიც დედამ დაბადებისას გაუკეთა და ბიჭს გაუწოდა - არასდროს მომიხსნია, მინდა შენ ატარო ჩვენი მეგობრობის ნიშნად კარგი?

- რატომ?

- რადგან სიკვდილზე აღარ იფიქრო! როცა კიდევ შევხვდებით სამაჯური დამიბრუნე კარგი?

- კარგი! - ფეხზე წამოდგა თეჰიონი და ბიჭს გაუღიმა.

- უნდა წავიდე.

Lošer Lóve  | TAEKOOK  (დასრულებული)Where stories live. Discover now