3

1.6K 144 74
                                    

ბიჭი შეშინებული იჯდა საწოლზე, ფეხები მოეკუმა და ხელებში მოექცია თავი კი ზედ დაედო, ნერვიულად ირწეოდა თან მის წინ მჯდარი ფსიქოლოგს აყოლებდა თვალს მაგრამ მაინც მისკენ გაურბოდა თვალი.
სარასკენ რომელიც პალატის გარეთ იყო და პატარა მრგვალი გამჭირვალე ფანჯრიდან უყურებდა ბიჭს.

თეჰიონი იმედგაცრუებული იყო.

სარას ენდობოდა, მას შემდეგ პირველად ენდო ვიღაცას.

პირველად ენდო და მანაც გული ატკინა, ენდო თან როგორ..

გაახსენდა იმ ონავრის სიტყვები, ზუსტად ისეთ საშინელებებს ეუბნებოდა როგორც რამდენიმე წლის წინ მამამისი.

ყველა ჭრილობა რომელიც შეხორცების გზაზე იდგა განახლდა....

ყველაფერი თავიდან დაიწყო.

ისევ იტანჯება...

ისევ ისე ტკივა...

ისევ ჩაესმის მისი განწირული კივილი იმ ღამიდან......

გაახსენდა როგორ ევედრებოდა მამას რომ შეშვებოდა.

ახსოვს მის სხეულზე სისხლის კვალი.

ახსოვს როგორ დაკარგა გონება ტირილში.

ყველაფერი ისევ აღუდგა, ყველა მისი მწარე მოგონება და მხოლოდ ერთი საზიზღარი ბიჭის გამო??

იმ საძაგელი ქუჩის ბიჭის გამო!

ფსიქოლოგი ფეხზე ადგა და პალატიდან გავიდა, ხედავდა თეჰიონი როგორ ესაუბრებოდა ფსიქოლოგი სარას.

- რახდება? - იკითხა სარამ.

- ძალიან შეშინებულია, მისი ჭრილობები ისევ ბრუნდება ახლა გვერდით დგომა სჭირდება. აღარ ყავს ადამიანი ვისაც ენდობა, გამუდმებით იმეორებს რომ მანაც ატკინა. სახელს არ ამბობს უბრალოდ ნერვიულად საუბრობს, ცოტახნის შემდეგ მისი გაყვანა გარეთ კვლავ სცადეთ მაგრამ ამჯერად თვალი არ მოაშოროთ - განზრახ თქვა ბოლო სიტყვები მკაცრად, შემდეგ კი ჰოსოკი და სარა თავის დაკვრით დატოვა.

Lošer Lóve  | TAEKOOK  (დასრულებული)Where stories live. Discover now