- თეჰიონი ცოცხალია..მე ის ვნახე - ჩუმად თქვა ჯონგუკმა და მის ხელებს შეხედა - ცოცხალია.
- ჯონგუკ, შეეგუე იმ ფაქტს, რომ მოკვდა - ბრაზით თქვა ჯინმა და მეგობარს გვერდით მიუჯდა - უკვე გელანდება კიდევაც.
- არ შეცვლილა - კვლავ განაგრძო საუბარი ჯონგუკმა.
- ის აღარ დაბრუნდება.
- ისევ, ისე უციმციმებდა თვალები, ისევ ბავშვებს ეთამაშებოდა, როგორც ადრე..
- ჯონგუკ ცხოვრება უნდა განაგრძო - ჯინი ცდილობდა როგორმე ბიჭისთვის სიმართლე გაეგებნებინა, მაგრამ ჯონგუკი არადა არ ჩუმდებოდა მუდამ სიხარულით იძახდა, რომ ის ცოცხალია და ჯინის სიტყვებს უბრალოდ, არც კი უსმენდა.
- ჯინ ის მართალია თეჰიონი ცოცხალია - ოთახში შევიდა დანაღვლიანებული ჯიმინი და ორივეს შეხედა - უბრალოდ არაფერი ახსოვს.
- რაა??
- გავახსენებ! უფლებას არ მივცემ ჩემგან წავიდეს! - ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და ჯიმინს უემოციო თვალები სტყორცნა - იცი, არა სადაც არის?
- ვიცი.
- მითხარი უნდა ვნახო და დაველაპარაკო. თეჰიონი, ასე მარტივად ვერ დამივიწყებს.
- ვერ გეტყვი ჯონგუკ, მას პირობა მივეცი მე..
- კარგი მე თვითონ გავიგებ - თვალები აატრიალა ჯონგუკმა და ფეხზე წამოდგა - თანის ხომ დაიტოვებ ჯინ? დღეს ბევრი საქმე მაქვს, არ მინდა მარტო იყოს.
- რათქმაუნდა - მშვიდად თქვა ჯინმა და ჯონგუკს უფლება მისცა ზემოთ მოსამზადებლად ასულიყო. თავად კი ლეკვი აიყვანა ხელში და ჯიმინს წარბშეკრულმა შეხედა - ყველაფერი თქვი, რაც კი იცი! შეიძლება ეს იდიოტი შეყვარებულია და ვერ ხვდება მაგრამ სახეზე გაწერია, რომ რაღაც მოხდა!
- ჯინ..აქ არა. ჯონგუკი ზემოთ არის.
- კარგი, როგორც არის ჩემთან წავიდეთ.
∆
- ჩვენს მოდელზე კიმ თეჰიონზე მჭირდება ინფორმაცია, უფრო კონკრეტულად კი სად მდებარეობს ახლა, ვისთან ერთად, რას აკეთებს და ასე შემდეგ გასაგებია? - სავარძელში მჯდომმა თქვა ჯონგუკმა და მდივანს შეხედა - ერთი დეტალიც არ გამოგრჩეთ.
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Фанфик- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!