24

1.1K 117 104
                                    

დილით კიმს გაეღვიძა პირველი, მასზე ყავდა მიკრული პატარა ჯონგუკი, რომელიც ახლა უფრო უცოდველ ბავშვს გავდა.

ხელები უფროსის წელზე დაებჯინა, თავი კი კიმის შიშველ მკერდზე დაედო, ფეხი მის ფეხებში აეხლართა და მშვიდად ფშვინავდა.

- გაიღვიძე? - თვალები მოისრისა ჯონგუკმა, მაგრამ მაინც არ სურდა გაეხილა.

- ადექი უნდა წახვიდე სარა ჯერ კიდევ სახლშია!

- და რა?

- რა? - გაიკვირვა თეჰიონმა, თითქოს ჯონგუკისთვის სულერთი იყო მათზე გაიგებდნენ თუ არა.

- რა რა?? ფეხებზე მკიდია სარა აქ არის თუ არა - გაეცინა ბიჭს - გინდა ახლავე გავიდე და ვუთხრა შენი შეყვარებული ისევ გავდირკე მეთქი? - უხეშად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და ფეხზე ბრაზით წამოდგა.

- რა ჯანდაბაა? პიროვნების გაორება გაქ? - თვალები აატრიალა თეჰიონმა - ხან თბილად მექცევი ხან ცივად - ჩუმად დაიბუზღუნა თეჰიონმა.

ჯონგუკს არაფერი უთქვამს უბრალოდ მისი პერანგი მოიცვა და აივანთან დადგა, ჯიბეებში ხელჩაწყობილი.

- წვიმს.

- და?

- გიყვარს არა წვიმაში სიარული? - ჩუმად თქვა ჯონგუკმა - გინდა გავიდეთ?

- ჯონ მე მინდა დავშ...- სიტყვის დასრულება, არ აცადა ჯონგუკმა თეჰიონს.

- ვიცი, რომ დაშორება გინდა, მეგობრულად გთხოვ, რომ გავისეირნოთ.

- სარა წავა თუ არა გეტყვი და გამოდი.

- კარგი - თეჰიონი გავიდა, ჯონგუკი მარტო იყო ოთახში. აივანთან დგომა მობეზრდა, ამიტომ კიმის ოთახის დათვალიერება დაიწყო.

- თვითმფრინავი ჩამოვარდაო, ისაო ესაო, რისთვის მოაწყვე ეს ცირკი კიმ თეჰიონ?  - ერთ-ერთ სუნამოს ხელი მოუჭირა ჯონგუკმა - მაღიზიანებს, როცა გაურკვევლობაში ვარ!

ჯონგუკმა მთელი ოთახი დაათვალიერა და საბოლოოდ ერთ პატარა ბლოკნოტს მიაგნო. ლოგინზე წამოჯდა და ბლოკნოტი გადაშალა.

Lošer Lóve  | TAEKOOK  (დასრულებული)Where stories live. Discover now