2

1.6K 150 107
                                    

- თეჰიონი როგორ არის? - პალატაში შევიდა სარა.

- უკეთესობა შეიმჩნევა, კაცების ისევ ეშინია იცი ვფიქრობ კარგი იქნება ცოტას გარეთ თუ ისეირნებს - თქვა ჰოსოკმა და რაღაც დაწერა ფურცელზე გაკრული ხელით - ეს ახალი მედიკამენტებია, ვცდილობთ დოზა არ გავზარდოთ მაგრამ ეს არაფერს შველის სარა.

- ანუ თვლი რომ ხალხში უნდა გაერიოს? - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ჰოსოკმა - კარგი გავიყვან.

- კარგ...- შუა გზაში გაჩერდა ჰოსოკი - მოიცა რა??? სერიოზულად? შენ?? სარა უკვე საშინლად ვეჭვიანობ!

- გეყოფა ჰოსოკ! ის ჩემი პაციენტია!

- მე კიდე შენი საქმრო!

- ჯერ! - ღრენვით თქვა სარამ. ჰოსოკმა კი უბრალოდ ენას კბილი დააჭირა და თეჰიონს შეხედა რომელიც ბორგავდა ლოგინზე - იღვიძებს! გადი თორემ შეეშინდება.

- ხალხში გაგყავს იმის არ შეეშინდება და ჩემი კი?

- ჯონ! - იყვირა სარამ - უნდა გავესაუბრო ასე ვერ გავიყვან!

- ახხ!! კარგი, კარგი! -  ჰოსოკი გაბრაზებული გავიდა პალატიდან ოთახში კი მხოლოდ სარა და თეჰიონი დარჩნენ. გოგონა მძინარე ბიჭს მიუახლოვდა, მშვიდად ფშვინავდა ბიჭი, ახლა ნამდვილად უდარდელი იყო ნეტავ სინამდვილეშიც ასე იყოს და არ იტანჯებოდეს...

სარა მასთან მივიდა, ზემოდან დაჰყურებდა როგორ არტყავდა მზის სხივები სახეზე ბიჭს და როგორ იშმუშნებოდა თეჰიონი შეწუხებისგან. სარამ მზისკენ ხელი მიაშვირა და ბიჭის სახე დაჩრდილა, მასთან ჩაიმუხლა და თეჰიონის სახესთან ახლოს მიიწია, ბიჭს სახეზე თეთრი თმა ჩამოცურებოდა. სარამ ხელი შეახო და უნდა გადაეწია თან ჩუმად ეღიმებოდა მოულოდნელად რომ მისი ხელი დაიჭირეს.

- თეჰიონ? - გოგონა ფეხზე წამოდგა მაგრამ ბიჭმა წამში მისკენ მიიზიდა და ლოგინზე დასვა - რას აკეთებ?

- თავად რას აკეთებდით?? - იყვირა თეჰიონმა - ჩემს თმას რატომ ეხებოდით??

Lošer Lóve  | TAEKOOK  (დასრულებული)Where stories live. Discover now