- თეჰიონ? - ამოიმგმინა ჯონგუკმა და ბიჭს თავზე დაადგა - კიმ თეჰიონ? - და აი შეხვდა მათი სიყვარულით სავსე თვალები ერთმანეთს.
თეჰიონმა თვალები დააფახურა, ბავშვს მისი სათამაშო იქვე დაუდო და ფეხზე წამოდგა.
- გისმენთ? - თვალები აატრიალა თეჰიონმა - რამე გნებავთ? ჩემი სახელი საიდან იცით?
- საიდან ვიცი? - გაიკვირვა ჯონგუკმა და მის წინ მდგომს ძლიერად დაარტყა მკერდზე - ნაბიჭვარი ხარ!! ცოცხალი იყავი და ასე უბრალოდ წახვედი?? რატომ დამტოვე??? როგორ ვიყავი იიციიიი??? სიკვდილი მინდოდა ამაზე რამე იცი??? გეკითხები! ნაბიჭვარო!!
თეჰიონმა სწრაფად მოიგერია ჯონგუკის დაშინებული მუშტები, წარბები შეკრა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- მანიაკი ხართ? საერთოდ არ ვიცი ვინ ჯანდაბა ხარ! - იყვირა თეჰიონმა და წასვლა სცადა მაგრამ მალევე დააკავა ჯონგუკმა და თვალებში შეხედა.
- შეუძლებელია შემშლოდი, შენ ჩემი თეჰიონი ხარ! - ცრემლი ჩამოუგორდა ჯონგუკს, შემდეგ კი მის ხელზე დაბჯებილი სამაჯური დაინახა - შენ ჩემი თეჰიონი ხარ!
- უკაცრავად არ მახსოვხართ.
- რას ნიშნავს არ გახსოვარ? - მხრებში ხელი ჩაავლო ჯონგუკმა ბიჭს და გამწარებული თვალები სტყორცნა - ჩემი დავიწყება არ შეგიძლია! ვერ დამივიწყებდი!
- არვიცი მე.....- მოულოდნელად თეჰიონმა ბიჭს ხელი გააშვებინა და უკან დაიხია - ჩემთვის სრულიად უცხო ხართ!!
- თანი? თანი არ გახსოვს? - ცრემლი მოიწმინდა ბიჭმა და ტელეფონის ფონი ცხვირწინ აუფრიალა კიმს - თანი და ბამი.
- აიგოოო ვერ ვიტან გაბურძგნულ ცხოველებს! და მეზიზღება ძაღლები რეებს ბოდავთ?
- თეჰიონ...
- მაპატიეთ მაგვიანდება...- კიმმა ზურგი აქცია ბიჭს და ჩქარი ნაბიჯებით გაუდგა გზას თან ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა.
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Hayran Kurgu- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!