15

1.3K 128 125
                                    

უკვე გათენებულიყო, ბიჭს გაეღვიძა მაგრამ თვალების გახელას არ ჩქარობდა. ხელებს ლოგინში დაასრიალებდა და საყვარელ მამაკაცს ეძებდა მაგრამ როცა ვერ იგრძნო მისი თბილი სხეული თვალები ჭყიტა და ოდნავ წამოიწია, ოთახს თვალი მოავლო და ამოიხვნეშა.

- კარგი ახლა დავლაგდეთ - ჩუმად თქვა თეჰიონმა და ნიკაპზე ხელი მიიდო - მიხმარა, თბილად დაიძინა, ასე დამტოვა და წავიდა მე კიდე აქ მის გამო საჯდომის ტკივილისგან ვიტანჯები არა?? კარგი ასე იყოს ნაძირალა ჯონ ჯონგუკ! - იყვირა - იმბეცილო! ჩათლახო! არა როგორ წავიდა? დამშვიდობებოდა მაინც!! საერთო რა ამაზრზენობაა? ალბათ ის ტრაკგამობერილი იუნგი ელოდებოდა - ასე ილანძღებოდა მოულოდნელად რომ აბაზანის კარი გაიღო იქედან კი ხალათ შემოხვეული ჯონგუკი გამოვიდა რომელიც სველ თმას თეთრი პირსახოცით იმშრალებდა.

- ვის ლანძღავ?

- ვის და შენ ასე რომ.....- საუბარი შეწყვიტა და ბიჭი შეათვალიერა.

- რომ რა??

- რომ არ დამხვდი...

- გეგონა წავედი? - გაეცინა ჯონს და ბიჭთან დაიხარა, შემდეგ კი ნაზად აკოცა ტუჩებზე - მომწონს შენი შიშველი სხეულის ყურება.

- მერე და უყურე ვინმე გიშლის?

- ოჰოო მეგონა სირცხვილისგან აწითლდებოდი.

- ჯონ მე ახლად გაღვიძებული გოგო ხოარ გგონივარ რომელმაც ქალიშვილობა დაკარგა? - გაეცინა კიმს და ფეხზე წამოდგა - რას აკეთებ? - თვალები დაუპრაწა ჯონგუკს რომელიც კიმის გარდერობში იქექებოდა.

- ტანსაცმელი მჭირდება. შენსას ჩავიცვამ რაიყო გენანება? ახლა არ თქვა არაჰიგიენურიაო - გაეცინა ჯონგუკს, თეჰიონმა კი თვალები აატრიალა თავისთვის ტანსაცმელი გამოიღო და პირველ სართულზე ჩავიდა.

მალევე ჯონგუკიც ჩამოვიდა რომელსაც შავი შარვალი და დიდი მუქი ლურჯი ჰუდი ეცვა.

- გიხდება.

- რათქმაუნდა მე ხომ ასეთი იდეალური ტანი მაქვს - ჩაეცინა ჯონს და კიმს წელზე ხელი მოხვია, ნიკაპი კისერზე დაადო და თვალები მოხუჭა.

Lošer Lóve  | TAEKOOK  (დასრულებული)Where stories live. Discover now