- გაიწიეთ! სასწრაფოდ რეანიმაცია მოამზადეთ! - თეთრ შენობაში აქეთ-იქით დარბოდნენ ექიმები და საკაცეზე მწოლიარე სისხლიანი ბიჭი მთელი სიჩქარით მიჰყავდათ.
სწრაფად შეიყვანეს ბიჭი ერთ-ერთ რეანიმაციაში. მომტირალი გოგონა კი გარეთ დატოვეს.
ნახევარ საათზე მეტი გოგონა უბრალოდ უემოციოდ იჯდა და ტიროდა მანამ სანამ მოულოდნელად ვიღაცის მძიმე ხელი არ მოხვდა ბეჭზე, სწრაფად აწია თავი და სასოწარკვეთილ ბიჭს შეხედა.
- თეჰიონს რა დაემართა??? - ბოლო ხმაზე იყვირა ჯონგუკმა, შეშინებულმა სარამ კი უბრალოდ არაფერი უთხრა და ამაზე უფრო მეტად აყვირდა ჯონგუკი - ამის დედაც! მითხარი რა სჭირს კიმს!!!
- ის...- ჩაიჩურჩულა სარამ და უფრო უმატა ტირილს - ჩვენ უბრალოდ...
- რა თქვენ უბრალოდ? - იყვირა ჯონგუკმა და გოგონას გაცოფებული თვალები მიაპყრო - რატომ არ მიხედე??
- ჩვენ ვსაუბრობდით და მოულოდნელად...- ამოისლუკუნა სარამ - მას....ყველა დავავიწყდით...თავის ძლიერი ტკივილების გამო ჩაიმუხლა, ძლიერად უჭერდა ხელს და უცნაურად იქცეოდა...მან ვეღარ მიცნო - ტირილისგან ძალაგამოცლილი სარა ძვლივსღა საუბრობდა - მას მივუახლოვდი მაგრამ ხელი მიწიანა, პანიკებში ჩავარდა, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და მას...მას სისხლი წამოუვიდა, ცხვირიდან.....შემდეგ კი სისხლი ამოაღებინა ძალიან შემეშინდა - კვლავ განაგრძო ტირილი, მომტირალი გოგონას კი ჰოსოკი ჩაეხუტა.
ჯონგუკმა უთქმელად უკან დაიხია და რეანიმაციის კარებს შეხედა, სადაც უამრავ აპარატზე შეერთებული თეჰიონი იმყოდებოდა.
- ვერ მოკვდები...- ჩაიჩურჩულა ჯონგუკმა და ცრემლი უხეშად მოიწმინდა - ამის უფლება ვინ მოგცა კიმ?!?? - ბოლო ხმაზე იყვირა და ძლიერად დაარტყა ხელი კედელს.
- გუკ! - მასთან ახლოს მივიდა ჯინი და მეგობარს მხარზე ხელი დაადო - დამშვიდდი კარგი? ყველაფერი კარგად იქნება, კიმი ძლიერია არასდროს დანებდება.
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Fanfiction- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!