მეორე დღეს ყველა ერთმანეთზე გადაწოლილი იყო მისაღებში. ზოგი წყალს ითხოვდა, ზოგი ფეხებს იქნევდა რათა დაწოლილი მასა მოეშორებინათ, ზოგიც კვნესოდა.
მხოლოდ ორი ადამიანი იწვა მშვიდად თეჰიონი და ჯონგუკი. თეჰიონის ოთახში.ორივე მშვიდად ფშვინავდა.
პირველი თეჰიონს გაეღვიძა ბიჭს ღიმილით შეხედა, ცდუნებამ ძლია. მისკენ მიიწია და ლოყაზე ხელი აუსვა, სულაც არ უნდოდა მაგრამ მისი გარეგნობა ატყვევებდა, მოწონდა ჯონგუკის მშვიდი სახე, იდეალური სახის ფორმა და ნაკვთები. სუნთქვაც კი იდეალურად დარეგულირებული ქონდა. აგიჟებდა!ის ქუჩის ბიჭი იყო რომელიც ნარკოტიკებით, სიგარეტითა და სასმლით იჭყიპებოდა მაგრამ მაინც ის იდეალური იყო. ჯონგუკი ყველა კაცისა თუ ქალის ოცნება იყო.
- ასე მოგწონვარ? - მოესმა ახლად გაღვიძებული ხმა თეჰიონს და მაშინვე უკან დაიხია.
- აქ რატომ წევხარ??
- რაღაც არ გეტყობა რომ არ გესიამოვნა - გაეცინა ჯონს და გემრიელად გაიზმორა.
- გუშინ მარტო ამოვედი რადგან იქ ვეღარ გავჩერდი ჩემთან საიდან გაჩნდი?
- უბრალოდ ამოგყევი, რომ შემოვედი გეძინა ვერ მოვითმინე და გვერდით მოგიწექი.
- ჯონ გიყვარვარ?
- რაა?? - გაეცინა ჯონგუკს - რა სისულელეა ეს საერთოდ რამ გაფიქრებინა?? - ფეხზე წამოდგა ჯონი და შარვალი ამოიცვა - მისმინე მე მხოლოდ ჩემი მეგობრები, იუნგი ჰიონი და საკუთარი თავი მიყვარს! შენ კი აქედან არცერთი ხარ - თვალი ჩაუკრა ჯონმა, კიმს. ოდნავ დაიხარა გაბრაზებულ ბიჭს ცხვირზე აკოცა და ფეხშიშველი ჩაბრუტუნდა ქვემოთ.
- იდიოტი! რა ჯანდაბა უნდა?!! თუ არ ვუყვარვარ ასე რატომ იქცევა? ფლეიბოი ნაბიჭვარი! - იყვირა კიმმა და ფეხზე წამოდგა.
თავი მოიწესრიგა, დილის რუტინა ტრადიციისამებრ ჩაიტარა და მისი დახვეწილი ტანსაცმელი მოირგო.
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Fanfiction- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!