და მაინც? რა იქნებოდა ჯონგუკს კიმი, რომ არ გაეცნო?
რა მოხდებოდა იმ ონავარ ბიჭს პატარა კიმისთვის ტკივილი, რომ არ მიეყენებინა?
რა მოხდებოდა თუ თეჰიონის შესახებ არასდროს არაფერს გაიგებდა??
ნუთუ, იუნგისთან ბედნიერად იცხოვრებდა?
არა!
ჯონგუკს მონატრება ჭამს!
უნდა ახლა კიმი დაინახოს, ეჩხუბოს, გალანძღოს, მუშტები დაუშინოს, ტირილი დაიწყოს ბოლოს კი მის ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფოს.
აი რა ენატრება მას! კიმის შეხება! მისი ლამაზი ნაკვთების კიდევ ერთხელ ნახვა სურს! უნდა კვლავ ჩაეხუტოს, მისი სურნელი შეისუნთქოს და მის მკერდზე თავდადებულს, ბოლოს ტკბილად ჩაეძინოს.
ამის მაგივრად კი ჯონგუკი ყოველდღე იმ იდიოტურ კომპანიაში დადის! ახლა საკუთარი ფული, მანქანა, პირადი ქალები თუ კაცები ჰყავს! ყველანაირად უზრუნველი ცხოვრება, კიმის გარეშე!
თანისთან ერთად როგორც ბიზნესმენი ისე ცხოვრობს.
ცდილობს თეჰიონი მისი ცხოვრებიდან გააქროს მაგრამ არანაირად ის არ მიდის! თეჰიონის აჩრდილი მუდამ მას დაჰყვება.
- აბა დღეს კლუბში მივდივართ? - ღიმილით იკითხა ჯონგუკმა, მაგრამ როგორც კი მეგობრების მოღუშულ სახეებს გადააწყდა მაშინვე შეჩერდა - რა მოხდა? ყველაფერი რიგზეა? - იკითხა ჯონმა და იქვე დაჯდა.
- კიმი - ჩუმად თქვა ჰოსოკმა და მომტირალი ჯიმინი უფრო ძლიერ მიიკრო გულზე.
- ისევ მასზე უნდა ვისაუბროთ? მოსაწყენია! - თვალები აატრიალა ჯონმა.
- არ შეგიძლია ასე მარტივად თქვა მასზე უარი! - იყვირა ჯიმინმა და ჯონს წინ დაუდგა.
- მე მასზე არ მითქვამს უარი! - დაჟინებით თქვა ჯონგუკმა - თვითონ დამტოვა! თანაც ისე, რომ არც კი მითხრა! - ამჯერად მანაც იყვირა და ფეხზე წამოდგა - მან დამტოვა! მან თქვა უარი ჩემზე! მან დაივიწყა ჩემი არსებობა!
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Fanfiction- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!