ყველა კაფეში იყო შეკრებილი, ზოგი რაღაცაზე საუბრობდა, ზოგიც იცინოდა, ჯინი ნამჯუნს ტუქსავდა თუ როგორ გაბედა და მისი ვარდისფერი კოვზი გადააგდო, ჯონგუკი იუნგის ეალერსებოდა ამ სანახაობას კი მხოლოდ თეჰიონი აკლდა.
მოულოდნელად კაფის კარი გაიღო იქედან კი თეჰიონი შემოვიდა რომელსაც შავი სათვალე ეკეთა, ხელი კი სარასთვის ჩაეკიდა რომელიც მის გვერდით იყო.
ღიმილით მივიდა მაგიდასთან და იქვე დაჯდა სარაც გვერდზე დაისვა.
- როგორ ხართ? იმედია წინააღმდეგი არ ხართ იმის რომ სარაც აქაა - გაეღიმა თეჰიონს.
- რათქმაუნდა, არა - გაეღიმა ჰოსოკსაც და სარას თვალი ჩაუკრა.
- ჰეი! მეც აქ ვარ - დაიბუზღუნა ჯიმინმა, ჰოსოკს კი გაეცინა და მის პატარას ჩაეხუტა.
- შენ ხომ იცი რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი პატარა სიყვარული ხარ რომელიც ასე ძალიან მიყვარს!
- აქ მხოლოდ ბიჭები ვართ უხერხულია ერთი გოგოს აქ ყოფნა - უაზრო თვალები სტყორცნა ჯონგუკმა თეჰიონს.
- რამე პრობლემას ქმნის? ის ჩემთანაა! - მკაცრი ტონით თქვა თეჰიონმა.
- სარა ჩვენიანი არ არის! - უხეშად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა.
- იმას ამბობ რომ გეი უნდა იყოს? თუ ბიჭი? - ამ ორს შორის ნამდვილად იგრძნობოდა დაძაბულობა.
- ჰეი! ჰეი რა გჭირთ?? ჯონგუკ ის თეჰიონის შეყვარებულია - საუბარში ჩაერთო ნამჯუნიც - გეი არ არის ასე რომ უფლება აქვს მისი შეყვარებული გაგვაცნოს.
- გეი არ არის? - ირონიულად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა - და ეს ვინ თქვა? თავად თეჰიონმა?
- ჯონგუკ? რა გჭირს? - ხელი ხელზე დაადო იუნგიმ - რატომ გაინტერესებს ის ასე ძალიან?
- არაფერია! მკიდია ვინც უნდა ის ყავდეს.
- ჯონგუკ - ხმა ამოიღო სარამაც - პირველივე დანახვის დღიდან ვერ მიტან ხომ ასეა?
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Фанфик- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!