უკვე ერთი თვე გავიდა იმ დღის შემდეგ, მინმინი და თეთე ისევ ისე დაახლოვდნენ როგორც ადრე.
თეჰიონმა ყველაფერი მოუყვა როგორც იყო და რაც ხდებოდა, ასევე ჯიმინმაც. ისიც კი გაანდო ჯიმინმა თეჰიონს რომ გეია და მის შეყვარებულს აუცილებლად გააცნობდა, თეჰიონმა კი შვებით ამოისუნთქა როცა ჯიმინმა თქვა რომ იუნგი მხოლოდ მეგობარი იყო და მეტი არაფერი თუმცა ისიც გეი.
თეჰიონს ეს არც გამკვირვებია, ჩვეულებრივად მიიღო და განაცხადა კიდევაც -პრეტენზია რატომ უნდა წაგიყენო თანამედროვე ბიჭი ვარო-
დღეს კვლავ თეჰიონს თანი აღვიძებს ბიჭიც ზოზინით დგება და წესრიგდება, კბილები გამოიხეხა, პირი დაიბანა, სახეზე უამრავი რამ წაისვა, ტუჩის ბალზამით აიპრიალა ტუჩები და საბოლოოდ გარდერობში შეძვრა.
თეთრი პერანგი ჩაიცვა, ყავისფერი შარვალი, ჩალისფერი მოსაცმელი და თავზე ბერეტი. სასიამოვნო დასანახი იყო ზედ კი გუჩის დახვეწილი შავი ფეხსაცმელი ახლა კი სრულებით სიმპათიური იყო.
თანის ყელსაბამი გაუკეთა და თავზე მოეფერა.
- ესეც ასე იონთან სასეირნოდ წავედით! - თქვა და გარეთ გავიდნენ.
პარკს მალევე მიუახლოვდნენ სადაც უამრავი ძაღლი იყო. თანი აქეთ-იქით დარბოდა თან მის საქმესაც კარგად ასრულებდა. ბიჭიც უბრალოდ უკან მიჰყვებოდა და გარემოს ათვალიერებდა მოულოდნელად რომ არსაიდან დიდი ყავისფერი ძაღლი გამოხდა, თეჰიონმა შიშისგან ლამის ჩაიფსა, აი თანი კი ამ დიდ ბიჭს გაბედულად უყეფდა და არც ყავისფერი არ აკლებდა.
- გაჩუმდი! აქედან წაეთრიე! - კივილი მორთო თეჰიონმა და ძაღლის მიმართულებით ჩანთა მოიქნია, მაგრამ დიდმა ბიჭმა აიცილა.
- ჰეი! რას აკეთებ!! გეყოფა, ეშინია! - იყვირა ვიღაც შეშლილმა და დიდ ბიჭს თავზე მოეფერა - როგორ ბედავ ბამისთვის ჩანთის დარტყმას??? - შეუღრინა ბიჭმა.
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Fanfic- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!