თეჰიონი დღეს მთელი დღე სახლში იყო. კომპანიიდან დაურეკეს რომ გადაღებები არ ქონდა ამიტომ თავისუფალად დატანტალებდა ბიჭი სახლში სასაცილო კატებიანი პიჟამათი.
- თანი მოდი - ხელი დივანზე დაარტყა და ძაღლიც მაშინვე პატრონს მიუცუცქდა - კარგი ბიჭი! - ღიმილით თქვა კიმმა და პატარა მეგობარს მოეფერა - უკვე თითქმის საღამოა გასეირნებაზე რას იტყვი? - ძაღლი მაშინვე ფეხზე წამოხტა და ყეფა დაიწყო. თეჰიონს გაეცინა და სიცილით ადგა, ძაღლიც მას აეკიდა. ოთახში უნდა ასულიყო გამოსაცვლელად მოულოდნელად რომ მის კარებზე ბრახუნი ატყდა თან შორიახლოს სირენების ხმაც ისმოდა.
- რა ჯანდაბაა? - იღრიალა ბიჭმა და კარებთან მივიდა როგორც კი გააღო მაშინვე ვიღაცა შეჯლაგუნდა მის სახლში ისე რომ სიტყვის თქმაც კი არ აცადა კიმს. კარები მოიბრახუნა და აქეთ-იქით თვალების ცეცება დაიწყო.
- ჰეი!! შენ რა ჯანდაბას აკეთებ?? ქურდი ხარ? - იყვირა კიმმა და აწ უკვე დივანზე მჯდარ ბიჭს დაუწყო ჩხუბი რომელიც ძვლივს სუნთქვდა.
- შეგიძლია....- ეს თქვა და ღრმად ამოისუნთქა - წყალი დამალევინო? ძალიან დავიღალე.
- ახლავე - გასვლა სცადა მაგრამ ადგილზე გაჩერდა და ბიჭს მოუბრუნდა - წყალი რატო უნდა დაგალევინო? ქუჩის ბიჭი ხარ?? ვინ ჯანდაბა ხარ??
- ამდენ ლაპარაკს ერთი ჭიქა წყალი მოგეტანა არ ჯობდა? - თქვა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა, თავად გავიდა სამზარეულოში და თავად დაისხა ონკანიდან წყალი. მშვიდად დაიწყო დალევა თან სახლს ათვალიერებდა.
არც კიმი ჩამორჩენია ბიჭს, მისი შესწავლა წამის მეასედში მოასწრო. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ვარდისფერი თმითა და პატარა შავი თვალებით, დიდი ვარდისფერი ტუჩები და თეთრი კანი. სახეზე მართლაც ლამაზი იყო. ტანსაცმელიც სულ შავები ეცვა, შავი შარვალი, შავი ზედა რომელიც შარვალში ჩაეკუჭა და შავი ტყავის მოსაცმელი.
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Фанфик- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!