თეჰიონი ახლახანს გამოვიდა აბაზანიდან, მხოლოდ ტრუსი ეცვა, გარედან თეთრი ხალათი მოეხვია მაგრამ ისიც შეკრული არ ჰქონია, თმა ჯერ კიდევ სველი და წვეთები მის უნიკალურ სხეულზე დასრიალებდა. ახლა ნებისმიერს ნერწყვი მოადგებოდა ისევე როგორც თქვენ...
ბიჭმა პირსახოცი რომლითაც თმას იმშრალებდა იქვე მიაგდო და ლეპტოპს ხელი დაავლო ახალი ინფორმაცია შეათვალიერა.
- ახალი კომპანია შეიქმნა რომელიც ასეთი ცნობილი გახდა? - დაჯღანვით წარმოთქვა თეჰიონმა და ინფორმაციის წაკითხვა განაგრძო - ჯონების კომპანია? საზიზღრობააა! საშინლად ჟღერს! - ჩაილაპარაკა და ლეპტოპი დახურა, პირველ სართულზე ჩავიდა სადაც ახლად გაკეთებული საუზმე ელოდა. უკვე უნდა დამჯდარიყო, ის იყო სკამზე საჯდომი უნდა დაედო კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა.
- სერიოზულად?? აბა იქნებ მომასვენოთ ჩემს სახლში!! - წაიბუზღუნა და მისი დათუნიის ჩუსტებით გაჩლატუნდა, ჭუჭრუტანაში არავინ ჩანდა, თეჰიონმა თვალები აატრიალა და კარები გააღო.
- რა? - დაიხარა და კალათას შეხედა - ღმერთებო! ახლა არ მითხრათ ბავშვი მოგიგდე გასაზრდელადო! - თქვა და კალათას თავი გადახადა იქ კი ბავშვი არა მაგრამ საყვარელი ძაღლი იჯდა რომელსაც პატარა ვარდისფერი ენა გადმოეგდო და ახალ პატრონს მრგვალი შავი თვალებით უყურებდა - რა ჯანდაბაა? ძაღლის მოგდება რაღააა?? - წაიბუზღუნა და ისევ სახლში შესვლა სცადა ამ ლეკვმა რომ დაიყეფა.
- რა გინდა? საჭმელი?? წყალი? - ძაღლმა კიდევ ერთხელ დაიყეფა - ოჰჰ სახლიც? ბარემ ჩემი ლოგინიც ხოარ გაგინაწილო? - თვალები აატრიალა თეჰიონმა და ლეკვი ხელში აიყვანა - ჯანდაბას წამოდი! - ლეკვთან ერთად სახლში შევიდა, იქვე დასვა და წყალი დაუდო შემდეგ კი ცოტაოდენი საჭმელიც გაიმეტა - ყარხარ! - დაიჭყანა თეჰიონი.
ძაღლმა კი კვლავ ყეფა დაიწყო.- გეყოფა! წავალ და ყველაფერს გიყიდი რაც საჭიროა! გილოცავ შენ ჩემი ახალი მდგმური ხარ ბედი შენი ძაღლები მიყვარს - ასე იდიოტურად გაესაუბრა ლეკვს და ოთახში აფრატუნდა, ლეკვიც მას გაეკიდა - არა! გადი!! ჩემს თეთრ ხალიჩას არ შეეხო!! ჭუჭყიანი ხარ! - ლეკვმა თავი მოისაწყლა და ოთახის კარებთან დადგა, თეჰიონს უყურებდა რომელიც ტანსაცმელს ერთი მეორის მიყოლებით იზომავდა და როგორც იქნა მორჩა!
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Fanfic- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!