9

1.4K 144 99
                                    

დილას თეჰიონი კარზე ზარმა გამოაფხიზლა, თვალები მოიფშვნიტა და სარას შეხედა რომელსაც თეჰიონის მკერდზე თავი დაედო და მშვიდად ფშვინავდა.

თეჰიონმა გოგონა ფრთხილად დააწვინა გვერდით და პირველ სართულზე ჩავიდა, თმა აბურდული ქონდა, ზედა აჩაჩული, სპორტული შარვალი კი გზაში გაისწორა.
კარები გააღო და ამ ადამიანს ნამდვილად არ ელოდა. ვინც კარის იქით დახვდა.

- გამარჯობა - ჩუმად თქვა ჯონმა და თავი დახარა.

- აქ რა გინდა? ჩემი მისამართი საიდან გაქვს?

- ჯიმინს გამოვართვი. ბოდიშის მოსახდელად მოვედი.

- ბოდიში? რისთვის?

- გუშინ რაღაც დავაშავე, სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რა მაგრამ როგორც ჩანს ასეა. ასე რომ ბოდიშს გიხდი თუ რამე არასწორად გავაკეთე.

- ვაუ ჯონ ჯონგუკს ბოდიშის მოხდაც შეუძლია?

- კიმ არ მიცნობ! ასე ნუ საუბრობ ჩემზე!

- სიმართლე რომ ვთქვა სურვილიც არ მაქვს შენი გაცნობის! - მოულოდნელად ხმას აუწია თეჰიონმა.

- ამას არც არავინ გთხოვს! უბრალოდ ადამიანური ბოდიში მოვიხადე როცა არც კი ვიცი რა დავაშავე!!!

- დააშავე!! ჩემს დიდ ტკივილზე დამაბიჯე გაიგე??? - იყვირა კიმმა.

- და მე საიდან უნდა ვიცოდე რა ტკივილი გაქვს?? ასე ზემოდან ნუ მიყურებ!

- ზემოდან?

- დიახ! თავდაჯერებული სნობივით ნუ იქცევი რომელიც თითქოს ყველას სჯობია!!  - იყვირა ჯონმა.

- თითქოს?

- უბრალოდ ერთი საცოდაობა ხარ!

- ჯონ! - იყვირა თეჰიონმა.

- თეჰიონ? - თვალების სრესვით გამოვიდა სარა კარებთან. თეჰიონის თეთრი მაიკა ეცვა რომელიც საჯდომს ძვლივს უფარავდა - ყველაფერი რიგზეა? შენი ყვირილი მომესმა - თქვა გოგონამ და ბიჭს შეხედა, აათვალიერა და თბილი ღიმილი აჩუქა - გამარჯობა.

Lošer Lóve  | TAEKOOK  (დასრულებული)Where stories live. Discover now