4

1.3K 40 29
                                    

და მაინც, რა ჯობია ღამით იტალიის ქუჩებში ფეხით სეირნობას? განსაკუთრებით კი ქალაქ ვერონაში. ალბათ მხოლოდ საყვარელი ადამიანის ჩახუტება. თუმცა ლუკას სკოტს არ შეეძლო საყვარელ ადამიანს ჩახუტებოდა, ამიტომაც მარტო აკვირდებოდა ღამით იტალიას.

სწავლობდა, მარტო ცხოვრებას. ყველაფერი აქვს მაგრამ მაინც აკლია რაღაც...
თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა აკლდეს ადამიანს რომელსაც ყველაფერი აქვს? ფიქრობთ რომ ეს სიყვარულია? მაშ მართალიც ხართ.

სკოტმა ღამის იტალიით საკმაო სიმშვიდე ჰპოვა და ახლა თავისი ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზეც კი აპირებდა წასვლას. წავიდოდა კიდეც გზად პატრა იციდენტი რომ არ გადახვედროდა თავს.

- ჯანდაბა! მაპატიეთ, კარგად ხართ? - მანქანიდან ყვირილით გადმოდის 23 წლამდე ასაკის გოგონა და ლუკასისკენ მიემართება.

- ყველაფერი კარგადაა, დაწყნარდით. უბრალოდ მხოლოდ ფეხზე მომხვდით. ვიცოცხლებ არაუშავს. - სიცილით პასუხობს სკოტი და გოგონას რეაქციებს აკვირდება.

- ღმერთო ჩემო, როგორ ხართ ასე მშვიდად? ჩემი დაუდევრობის გამო შესაძლოა ფეხიც კი დაკარგოთ!

გოგონა ძალიან ანერვიულებული იყო, სკოტი კი სიცილს ძლივს იკავებდა თუმცა რა აცინებს? შესაძლოა ფეხი მართლაც დაკარგოს...

- თუ გგონიათ რომ ვერ ვამჩნევ თქვენს დამცინავ მზერას ცდებით ბატონო! უბრალოდ ახლა იმის დრო არ მაქვს რომ საკადრისი პასუხი გაგცეთ! - მკაცრად პასუხობს მამაკაცს და ხელს მკლავში ჰკედს. - ეცადეთ წამოდგეთ, საკმაოდ მძიმე ხართ საიმისოდ რომ ხელში აგიყვანოთ.

მამაკაცს ამაზე კიდევ უფრო მეტად ეღიმება და გოგონას მითითებებს ფრთხილად ასრულებს.
ახალგაზრდა ქალბატონი კი ლუკასს მანქანაში სვამს.

- მისამართს გეტყვით და იქ დამტოვეთ, აქვე ახლოსაა ძალიან არ შეგაწუხებთ.

- ნუთუ ფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობაში მყოფს საავადმყოფომდეც არ მიგიყვანთ?

გამარჯვებაWhere stories live. Discover now