19

649 31 14
                                    

ყოველთვის როცა თავს ბედნიერად იგრძნობთ და იფიქრებთ მორჩა დასრულდა ჩემი ტანჯვაო ბედისწერა ყოველთვის საპირისპიროს დამტკიცებას შეეცდება.
ალბათ ყველამ ვიცით იმ ადამიანის ამბავი ვისაც გაზაფხულზე მერცხლების ჭიკჭიკმა გონება აურია, იფიქრა მორჩა ზაფხული მოვიდაო და რაც ცხვრები ჰყავდა სულ ყველა გაპარსა.
საიდან უნდა სცოდნოდა საცოდავს, რომ ზაფხული კი არა ჯერ გაზაფხულიც კი არ დამდგარიყო წესიერად?!

ხომ იცით რა ბედიც ეწია იმ საცოდავს?

ალექსანდრე კასტელის ცხოვრება რომელიც მხოლოდ ერთადერთ ფერს - შავს შეიცავდა, მარიასთან შეხვედრის შემდეგ ახალ ფერად ფერებსაც იძენდა.
გასული ღამის შემდეგ კი კასტელის ცხოვრება ბოლომდე შეივსო შვიდი ხასხასა ფერით.
ცხოვრება უხაროდა მიუხედავად ყველა ჩადენილი დანაშაულისა.
აპირებდა სიყვარულის გამო ყველაფერს შებრძოლებოდა, ლუსის გამოღვიძებისთანავე საკუთარი თავით დაიწყებდა.

დიახ ჩემო კარგებო! მზად იყო შებრძოლებოდა საკუთარ თავს - შემდეგ კი ყველას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო! მარიას გამო!

და ჰო მართლა, ნახატი...
გახსოვთ? თუ კი, კარგია. თუ არა და, გთხოვთ გაიხსენეთ! გაიხსენეთ რადგან კასტელი ახლა ამ ნახატის წინ დგას.
შედევრი თითქმის დასრულებულია...
მამაკაცი უყურებს მასზე გამოსახულ ქალბატონს და ტკბება.
ნუ გაგიკვირდებათ და ნურც გამკიცხავთ, დღემდე უცნობია ჩემთვის ამ ქალბატონის ვინაობა.
მაშ ზედმეტად მალავს მხატვარი!
თუმცა მეგობრებო, თავს დავდებ აშკარად თავდავიწყებითაა შეყვარებული. მე ვფიქრობ ეს მარია სკოტი უნდა იყოს რადგან კასტელის თვალები უფრო და უფრო მეტად ბრწყინავს.

კმაყოფილია...
კმაყოფილი მზერით უყურებს ნახატს იმ ბნელ კაბინეტში სადაც პირველად შეაღო ფანჯრები მამაკაცმა.
ოცნებებში ეშვება.
ეღიმება.
ბედნიერია.
თვალს ხუჭავს და რეალობიდან გაქცევას ცდილობს.

გამარჯვებაWhere stories live. Discover now