ამბობენ რაც უფრო დიდია სახლი მით უფრო მძაფრდება მარტოობის შეგრძნება როცა საყვარელი ადამიანები მიდიანო. ამას მოწმობს ლიონების დაცარიელებული სახლიც, სადაც წლების წინ ხუთი წევრისგან შედგებოდა ოჯახი დღეს კი ორნი დარჩნენ...
ჩუმი კედლები, მაგრამ ძალზედ ხმაურიანი ოთახები. განსაკუთრებით კი ლუსის ოთახი. ოთახი რომელიც წლებია ჩაკეტილია და იქ შესვლა არავის უნდა.
თაიას საერთოდ სახლის გამოცვლაც კი უნდოდა, მაგრამ უმცროსმა ლიონმა დაიჟინა და დარჩნენ აქ. მაგრამ ამ სახლში ყოფნით თაიაზე მეტად ჯენი იტანჯებოდა.
ჯენი იყო ის ვინც ტრამვა მიიღო აქ ოთხი წლის წინ და ჯენია ის ვისაც სხვა სახლში გადასვლა არ უნდოდა. მიხვდით არა? ადამიანი სწორედ იმას უნდა ეჯახებოდეს რისი შიშიც აქვს. მხოლოდ ასე თუ შეძლებთ და გადარჩებით ამ სამყაროში.სახლის ერთადერთი მყუდრო და უწყინარი კუთხე მეორე სართულზე განთავსებული ვერანდაა. ვერანდა სადაც დაიწყო ლუსისა და ჰენრის სიყვარულის ისტორია.
ეს ექვსი წლის წინ მოხდა, მაშინ როცა თაიას მამამ აღმოაჩინა ალფონსების ოჯახი. ლუნას გარდაცვილ ქმარი და ბატონი ლიონი ბავშვობის მეგობრები აღმოჩნდნენ. ვინაიდან და რადგანაც ბატონს მეგობარი ცოცხალი აღარ ჰყავდა მეგობრის ცოლი მიიპატიჟა მასთან სახლში ოჯახით, რათა ოჯახებით დამეგობრებულიყვნენ და გამოუვუდათ კიდეც ეს.
იმ საღამოს როცა ალფონსები ლიონებთან მივიდნენ სტუმრად ლუსიმ სახლში მისვლა დააგვიანა, ჰენრი კი დედის გვერდით იყო და ოჯახს სათავეში ედგა როგორც ოჯახის უფროს შეშვენდებოდა, მაგრამ დედის სიტყვაზე წინ არასდროს წასულა. ერთდროულად შვილიც იყო და ოჯახის უფროსიც. ალბათ ლუნას რომ სცოდნოდა მისი შვილი თავს დაიღუპავდა აქ, ამ ოჯახში ფეხასც არ შეადგამდა.ორი ოჯახი ვახშმობისას იცინოდნენ და პარალელურად ერთმანეთს უფრო და უფრო უკეთ ეცნობოდნენ. გაბრიელის წინ მჯდარი თაია ბიჭს ზედაც არ უყურებდა გაბრიელს კი პირველივე ნახვისას გულში ჩაუვარდა ეს ამპარტავანი.
მშვენიერი საღამო იყო ყველაფერი იდეალუარად მიდიოდა. თუმცა რას მივედ მოვედები? თქვენთვის უნდა მომეყოლა ლუსისა და ჰენრის გაცნობის ამბავი მაგრამ გაბრიელის და თაიას ისტორიას გიყვებით... კარგი, გავაგრძელოთ.
სასტუმრო ოთახში საკმაოდ დასცხა ახალგაზრდა ყმაწვილს და გადაწყვიტა ვერანდაზე გასულიყო. და ჰენრის იქ გასვლამ მის მუცელში სამუდამო პეპლების აფორიქება გამოიწვია.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞