წვეულების შემდეგ

31 7 13
                                    


ირგვლივ ყვირილი უფრო და უფრო ძლიერდება, არც ჰოსოკის კისერზე არსებული ხელი არ არის ნაზი მისი სხეულის მიმართ, ჰოსოკი ფაქტიურად გრძნობს იუნგის პულსს მისი თითებიდან.

ჰოსოკი ნელ-ნელა კარგავს გონებას ძლიერი მოჭერის გამო, მის მხედველობაში წყვდიადი ისადგურებს და სუნთქვაც კი უჭირს.

-დეტექტივო...იუნგი..-ჰოსოკი ისევ ახერხებს სიტყვების წარმოთქმას, მზერას არ აშორებს იუნგის თვალებს, რომლებიც ისევ იმავე ბოროტებითა და სისხლითაა დაფარული. მისი გამომეტყველება ისევ ყინულივით ცივი და მომაკვდინებელია, ჰოსოკი აკვირდება ყოველივე ამას, უმეტესობისთვის ეს კოშმარია, მაგრამ ჰოსოკისთვის სველი სიზმარი.

მინი მოჭერას ამსუბუქებს და ჰოსოკს სუნთქვის საშუალებას აძლევს, თუმცა ხელს მაინც არ აშორებს კისრიდან.

იუნგი ოდნავ თავს ხრის, თმა თვალებს უფარავს და მისგან ჩუმი ჩაცინების ხმა მოდის, ამ ყველაფერს იუნგის გონებაში არსებული ხმები იწვევენ. სიცილი, ტირილი, კვნესა ყველა მათგანი ქაოტურ მელოდიას იწვევს დეტექტივის გონებაში.

ის, რომ სისხლით არიან დაფარულნი კიდევ უფრო მეტის სურვილს აღუძრავს იუნგის.

-იუნგი!-ნამჯუნი უკანა კარებიდან გამოდის და დეტექტივს ჰოსოკს აშორებს.

ჰოსოკი მიწაზე ეცემა და მოჭერისგან გალურჯებულ კანს ეხება, ჰაერს რაც შეიძლება ღრმად ისუნთქავს. ჯანდაბა, მტკივნეული, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო.

იუნგი უყურებს ჰოსოკს, თვალებს ახამხამებს და ძლივს იაზრებს თუ რა გააკეთა წუთების წინ.

-ჯანდაბა! ჯანდაბა!-ბუტბუტებს ის და მუშტს კრავს, როცა ჰოსოკს უყურებს, რომელიც ძლივს სუნთქავდა. ის კინაღამ გატყდა, კინაღამ დაკარგა კონტროლი და გახდა ურჩხული, რომლის მოშორებასაც წლები ცდილობდა.

ნამჯუნი ჰოსოკს უახლოვდება, დაბლა იხრება და ხელს მხარზე ადებს-ბატონო კარგად ხართ? სამედიცინო დახმარება გჭირდებათ?

Fracture[Yoonseok]Where stories live. Discover now