Pussy Whipped pt.2

30 8 36
                                    


-საქმეზე სასტუმრო Riverfall-ში გადაგვიყვანეს. მე და შენ მოგვიანებით წავიდეთ გამოსაძიებლად.-ნამჯუნი ტელეფონით აცნობებს იუნგის.

იუნგი შვებით ისუნთქავს და დაღლილობისგან თვალებს ხუჭავს, როცა დივანზე ჯდება.-და სერიულ მკვლელზე რას იტყვით? რა ჯანდაბას აპირებს პოლიცია მასთან?

-დამშვიდდი, მე მოვაგვარე საქმე უფროსთან. თუ დეტექტივი ჩოი მკვლელს ერთ თვეში ვერ იპოვის, საქმეს ისევ უკან გადმოგვცემენ. ჯერ-ჯერობით ვაგროვებ რესურსებს, რომ ეს უფრო ადგილად მოხდეს. დაგირეკავ როცა ჩამოვალ. დაისვენე!

-კარგი, მოგვიანებით გნახავ!-იუნგი ღიმილით თიშავს ტელეფონს და გვერდით დივანზე აგდებს. შემდეგ კი გაღიზიანებული კვნესით ატრიალებს თვალებს, სანამ თავს დივანზე დადებს და ჭერს ახედავს.

მას ძილი უნდა, მაგრამ არაფერი გამოსდის. თავში სხვადასხვა, სისხლიანი გამოსახულებები ირევა, რასაც თან ახლავს ყვირილი. მაშინაც კი, როცა ის სახლში მოვიდა და მთელი სისხლი ჩამოირეცხა,  ყველაფერი რაც ნახა მაინც არ აძლევს მას მოსვენებას.

რა თქმა უნდა, ამას ჰოსოკიც ემატება.

იუნგი ლანძღავს საკუთარ თავს კონტროლის დაკარგვისა და ჰოსოკის მოკვლის მცდელობის გამო.-მე უნდა მეშინოდეს მისი, რადგან არ მგონია, რომ ამას ასე ადვილად დაივიწყებს-თავისთვის ბუტბუტებს და ისევ ჭერს ყურებს. ყვირილის ხმები ისევ აწუხებდა დეტექტივის გონებას.

,,იქ სრულ სიბნელეში სადაც იუნგის დემონები, მარტოობაში დაიკარგნენ, სადაც მათ კვლავ სდიოდათ ცრემლი ბოროტი ფიქრების უკვალოდ გაქრობის შესახებ, საპირისპირო მხარეებმა შეძლეს სისხლიანი სურვილების დახშობა... ცოტა ხნის წინ თითქმის ისევ გაიხსნა კარები სადაც ღრმად იყვნენ დამარხული იუნგის ბნელი ძალები და სურვილები. თითქმის ისევ ის გახდა ვინც აქამდე იყო, მაგრამ თვითკონტროლის ძალამ დემონების ბოროტი სურვილების გაძევების საშუალება მისცა".

Fracture[Yoonseok]Where stories live. Discover now