მკვლელის წარმოქმნა ( მიზეზი).1

19 6 12
                                    

ორი წლის წინ

-ჰოსოკ, რატომ არ მიდიხარ სახლში, უკვე ღამეა. მე დავამთავრებ თავშესაფრის დასუფთავებას.-იძახის სანგუ და თან ფრინველების საკვებს აგროვებს.

ჰოსოკი, რომელიც დასვრილ იატაკს ასუფთავებდა და თან თეძოების რხევით ნაზ მელოდიას ღიღინებდა თბილი, გულის ფორმის ღიმილით ბრუნდება სანგუსაკენ.

-არაუშავს სანგუ, შემიძლია დაგეხმარო.-ამბობს ის და კიდევ უფრო კაშკაშა ღიმილს ჩუქნის მოხუცს, შემდეგ კი ცოცხს უბრუნდება და იატაკის წმენდას აგრძელებს.

სანგუ სიცილით აქნევს თავს, უყვარს ვეტერინარი სტუდენტი, რომელიც ყოველთვის სტუმრობს თავშესაფარს ცხოველების დასახმარებლად.

ჰოსოკი, მზესავით ანათებდა, როცა თავშესაფარში მოდიოდა. მხოლოდ მისი იქ ყოფნა ამშვიდებდათ ცხოველებსა და ფრინველებს, ამით კი მოხუცს საქმეს ბევრად უადვილებდა.

-ვხედავ როგორ კარგად ახერხებ წმენდას. შენ პრაქტიკულად ცეკვავ ცოცხთან ერთად, ჰოსოკ.-მოხუცი სიცილს იწყებს, როცა ჰოსოკი ცოცხს დაბლა ხრის და ჰკოცნის კიდეც მას.-შეისვენე და სახლში წადი, დანარჩენს მივხედავ.

ჰოსოკი სანგუს წრეს უვლის და სხეულზე თეძოებით ეხახუნება-დარწმუნებული ხარ მოხუცო? შემიძლია დავრჩე და ბოლომდე დაგეხმარო.-ჰოსოკი სანგუს შორდება, მაგრამ ცეკვას მაინც არ წყვეტს.

სანგუ ჰოსოკს ცოცხს ართმევს, რადგან თავბრუ ეხვევა მისი სისწრაფის გამო, ბიჭი ცეკვის დროს ისე მოძრაობს თითქოს ტელეპორტაცია შეეძლოს-დარწმუნებული ვარ, რომ გავუმკლავდები, წადი და გამოცდებისთვის მოემზადე.

ჰოსოკი ნებდება და ქურთუკს იღებს, შემდეგ თითოეულ გალიას უახლოვდება, მსუბუქ კოცნას უგზავნის თითოეულ არსებას და ღამე მშვიდობისას ეჩურჩულება.

-ღამე მშვიდობისა ჩემო პატარა ანგელოზებო, თქვენი იმედი ხვალ დაბრუნდება.-მათ შორდება და საბოლოოდ სველ კოცნას უგზავნის სანგუს.

Fracture[Yoonseok]Where stories live. Discover now