-ნამდვილად არაა საჭირო ჩემთან ერთად წამოსვლა.-იუნგი ბუტბუტებს და უყურებს ნამჯუნს, რომელიც მაინც მოჰყვება მიუხედავად იმისა, რომ ტრაკში წვეტიანი დილდოს გათხრითაც კი დაემუქრა.
-ჰო, რა თქმა უნდა. გგონია ამ ნარკომანების ბუდეში დაგტოვებ?-ნამჯუნი ხელებს იქნევს- რაღაც არა მგონია.
ახლა იმ ლოკაციაზე არიან სადაც სიკვდილამდე იმყოფებოდა მსხვერპლი. კლუბი გარშემორტყმულია მთვრალი სტუმრებითა და სტუდენტური ჯგუფებით, რომლებიც აქ გასართობად არიან.
ვარდისფერი ნეონის ნათურები ანათებს კლუბს, რომელიც ირეკლება ნამჯუნის გლუვ ქერა თმასა და იუნგის ტყავის ქურთუკზე. მთელ ადგილას პრაქტიკულად ნარკოტიკისა და სიგარეტის სუნია, რაც ყველაზე სუფთა ავტორიტეტის მქონე დეტექტივს მკვეთრად აღიზიანებს.
-ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა ქალს, რომელიც შეიძლება მსხვერპლის აღწერილობას ემთხვეოდეს. თუ რამე საეჭვოს შენიშნავთ დაუყოვნებლივ იმოქმედეთ! ლაპარაკი არ დამიმთავრებია იუნგი!- ყვირის ნამჯუნი როცა ამჩნევს, რომ იუნგი მას სულაც არ უსმენს, აიგნორებს ყველა სიტყვას და კლუბისკენ მიემართება.
ნარკოტიკის მძაფრი სურნელი და მუსიკის მძიმე ბასი იუნგის სხეულში აღწევს, აიძულებს მამაკაცს სიმღერის რიტმს ააყოლოს სხეული და ამის გამო სახეზე ოდნავ ღიმილი უკრთება. თვალს ავლებს ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკების ზემოქმედებით ერთმანეთს მოურიდებლად კოცნიან და ეცეკვებიან, თუმცა არც კი იციან რა საფრთხე იმალება ამ ყველაფრის მიღმა.
ნამდვილად სერიული მკვლელებისთვის შესაფერისი ადგილია.
-ნამდვილი სულელი ხარ!-ნამჯუნი ჩურჩულებს როცა იუნგის უახლოვდება. ნამდვილად უკმაყოფილია ამ ადგილისას ყოფნით.-რამე იდეა გაქვს?- ეკითხება კიმი და უსიამოვნოდ ათვალიერებს გარემოს.
-კერძო ოთახებისკენ უნდა წავიდე, რადგან აქ ერთ ბიჭს ვიცნობ. ვფიქრობ მას შეუძლია დაგვეხმაროს.- იუნგის მზერა გადააქვს კლუბის უკანა მხარეს, სადაც დაცვის წევრები დგანან.- ნორმალურად მოიქეცით, ეჭვის გაჩენის გარეშე და ეცადეთ არეულობა არ გამოიწვიოთ.
KAMU SEDANG MEMBACA
Fracture[Yoonseok]
Misteri / Thrillerროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.