ტკივილი

29 5 23
                                    

წვიმის წვეთები ნამჯუნს ახლა ყველაზე ნაკლებად აწუხებდა, როცა იდგა და უყურებდა როგორ გადმოიყვანეს ორი სხეული მანქანიდან და გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ერთი იყო დეტექტივი ჩოი.

მეორე კი ნამჯუნის მამინაცვალი, ბენგ ში-ჰიუკი.

ყველა კადრი უწყვეტად მეორდებოდა ნამჯუნის თავში. იმ მომენტიდან როცა დაინახა, როგორ დაეჯახა სატვირთო მანქანას და ამოტრიალდა. მანქანა სპირალურად გამოვიდა კონტროლიდან და დამცავი მოაჯირიდან გადაეშვა გორაკზე იქამდე სანამ არ გაჩერდა.

გორაკი ციცაბო იყო, ოცდაოთხიდან სადღაც ორმოც ფუნტამდე სიმაღლის. აშკარა იყო, რომ არავინ გადარჩებოდა, მგარამ როცა ნამჯუნი და მისი გუნდი საბოლოოდ მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე, მათ საშინელი რამ აღმოაჩინეს.

ორი ცხედარი დაკარგული იყო.

მინ იუნგი და ჯონ ჰოსოკი.

შეუძლებელი იყო, როგორ გაქრა მათი სხეულები ამ მოკლე დროში ან როგორ გადარჩნენ ძლიერი დაზიანების გარეშე?

ნამჯუნი შიშობდა, რომ შესაძლოა ორივე მათგანი გადმოვარდნილიყო და უფრო შორს მდინარის პირას აღმოჩენილიყო მათი სხეულები. ეს ვარიანტი გამართლებულია, მაგრამ ნამჯუნს არ სურს ამის დაჯერება.

-დეტექტივო კიმ, ჩვენ ვერ დავადგინეთ ჯონ ჰოსოკისა და დეტექტივი მინის მდებარეობა.-ოფიცერი ატყობინებს და მისი სახე დანარჩენების მსგავსად დამწუხრებულია, ცხადია პოლიციის უფროსის გარდაცვალების გამო წუხს.

ნამჯუნი ჯერ ვერ იაზრებს, რომ ბენგ ში-ჰიუკი მკვდარია. რამდენადაც უნდა ეცადოს, ვერ განიცდის. ის იმდენადაა იუნგიზე ფიქრით დაკავებული, რომ ახლა მამინაცვალზე ფიქრის დრო არ აქვს.

-მაგრამ-განაგრძობს ოფიცერი.-ჩვენ ვიპოვეთ ხელბორკილები შემთხვევის ადგილიდან არც თუ ისე შორს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ ჯონ ჰოსოკი ცოცხალია და დეტექტივი მინიც მასთან ერთადაა.-ის საკუთარ აზრს აფიქსირებს და ხელბორკილებს უჩვენებს კიმს.

Fracture[Yoonseok]Where stories live. Discover now