გაფრთხილება: გაუპატიურების ხსენება!
თეჰიონი შხაპის ქვეშ შვებისგან კვნესის, მაგრამ სისხლის მძაფრი სუნი ჯერ კიდევ ტრიალებს გარშემო, ჰოსოკი გაოგნებული ისმენს ამ ხმებს და სააბაზანოს სარკეში საკუთარ თავს უყურებს. კისერზე არსებული სისხლჩაქცევები მის გაოცებას იწვევს.
ჰოსოკი თითებს ნელა აცურებს ყელზე და სისხლჩაქცევებს ეხება, ხმადაბლა ოხრავს და თითქოს არსებული ტკივილი, უფრო მძაფრი და მტკივნეული ხდება ისე, როგორც იუნგის პირისპირ ყოფნის დროს.
ჰოსოკი თავიდან ვერ იგდებს იმ მომენტს, როდესაც იუნგი ლამაზი, მაგრამ ყინულივით ცივი მზერით უმზერდა მას. მის წინ არ იდგა უბრალოდ დეტექტივი და ადამიანების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ადამიანი, არამედ მკვლელი და ცივსისხლიანი, სისხლის სურნელის და გაღრწნილი სხეულების მოყვარული პიროვნება, ისევე როგორც ჰოსოკი. სარკეში საკუთარ თავზე დაკვირვებით მხოლოდ ამაზე ფიქრი შეუძლია ჯონ ჰოსოკს.
ის კიდევ ერთხელ იღიმება, როცა მზერა, ღიმილი და ის ზედმეტ სახელი ახსენდება რომელიც იუნგიმ უწოდა- მზის სხივი.
გული სწრაფად უცემს, კიდევ უფრო იღიმება და მისი პულსი ნორმალურზე სამჯერ უფრო სწრაფია.
-თეჰიონ, მგონი შეყვარებული ვარ.
-შენ არ შეგიძლია სიყვარული-თეჰიონი საშხაპის ფარდის უკნიდან ხუმრობს. მთელი ძალით და ყველა სურნელოვანი გელით ცდილობს სისხლის სუნის საბოლოოდ მოშორებას-შენ ფსიქოპათი ხარ.
ჰოსოკს თეჰიონის შეურაცხყოფა არ ადარდებს. ეს მისთვის კომპლიმენტი იყო.-მაგრამ მე ერთადერთი არ ვარ-ამბობს ის და სარკიდან თეჰიონის სილუეტს უყურებს-დეტექტივიც ისეთივეა, როგორიც მე.
-იუნგი არაფრით გგავს.
ჰოსოკი ოდნავ იღიმის.-იუნგი ზუსტად ჩემნაირია, მხოლოდ ის...მაგრამ, მან როგორღაც შეძლო თავის შეკავება.-ჰოსოკი საკუთარ ლოყას ეხება და ღრმად ფიქრობს.-საინტერესოა...
ESTÁS LEYENDO
Fracture[Yoonseok]
Misterio / Suspensoროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.