-როგორ მოხდა ეს ყველაფერი!-უფროსი ბენგი ბრაზობს და მუშტებს სამუშაო მაგიდას ურტყამს, საბუთები ცვივა მაგიდიდან და იუნგისა და ნამჯუნის წინ იფანტება.
ბენგი თავს საშინლად გრძნობდა, როდესაც გაიგო, რამდენად კატასტროფული იყო ოპერაცია. ხუთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს და მკვლელი ცხვირწინ გაექცათ.
ამ მკვლელის მოქმედების დასაწყისიდან ბენგი დარწმუნებული იყო, რომ ისინი დაიჭერდნენ მას, ის ენდობოდა ნამჯუნის შესაძლებლობებს, თუმცა ახლა ყველაფერი საშინლადაა. პრესა ყველაფერს აკეთებს, რომ ინფორმაცია შეაგროვოს ამ საქმესთან დაკავშირებით.
ტელეფონები უწყვეტად რეკავენ, სადგურზე აჟიოტაჟია, ნამჯუნი და იუნგი კი დგანან ბენგის ოთახში და უსმენენ მის ლექციას.
-ახლავე მიპასუხეთ, რა ჯანდაბა მოხდა!-ყვირის ის და პასუხს ნამჯუნისგან ელის.
დეტექტივი შესამჩნევად ყლაპავს ნერწყვს, ფერმკრთალია ისე როგორც არასდროს, ცდილობს შეაჯამოს მომხდარი და ლოგიკური დასკვნა გამოიტანოს.
გულწრფელად, რომ ვთქვათ, ნამჯუნს წარმოდგენა არ აქვს რა თქვას. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ყველაფერი რაც ნამჯუნმა იცოდა იყო სისხლით დასვრილი კლუბი, გარდაცვლილი ადამიანები, ფერადი განათებისა და სიმღერის ფონზე. მან გადაარჩინა ვიღაც ადამიანი, იუნგის მკვლელის ინსტიქტებისგან, რომელიც რა საკვირველია სისხლის სურნელის ასე ახლოს გრძნობამ გამოიწვია.
-ბატონო, ოპერაცია შეუფერხებლად მიმდინარეობდა, ჩვენ ყველა კაცი ზუსტად საჭირო ადგილზე გვყავდა, მაგრამ მკვლელი ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინაა.
-ნაძირალა! ჩვენზე წინ არის, როგორც ყოველთვის!-უფროსი ისევ ურტყამს ხელს მაგიდას და ყავის ფინჯანს ამტვრევს.
იუნგი თვალებს ატრიალებს ამ კაცის საქციელზე. ის ახლა სისხლითაა დასვრილი, მხოლოდ შხაპი და ძილი სჭირდება.
YOU ARE READING
Fracture[Yoonseok]
Mystery / Thrillerროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.