-იქით, სამზარეულოში გავარდა!-აღნიშნავს ნამჯუნი და იუნგი უკან მიყვება, უკვე მთელი სხეული დაღლილი აქვს სირბილისგან და გაღიზიანებას ვერ მალავს, რომ ეჭვმიტანილი ვერ დაიჭირა.
რომ არა პანიკაში ჩავარდნილი სტუმრების მასიური რაოდენობა, იუნგი ეჭვმიტანილს ფეხებში ესროდა, დადაადგილების საშუალების ყველა პირობას წაართმევდა, სადავეებს მისკენ მომართავდა და მოკლე დროში აუცილებლად დაიჭერდა მას.
ნამჯუნი და იუნგი სამზარეულოში შედიან, რადგან ეპოვათ სასტუმროს თანამშრომელი ჯინი, რომელიც ერთ ადგილას უძრავად იჯდა და უკანა კარს მზერას არ აშორებდა.
-სოკჯინ!-ნამჯუნი მას უახლოვდება, მის გვერდით მუხლებზე დგება და მთელს სხეულს ათვალიერებს, დაძაბული მზერით აკვირდება ჯინის სახეს და ნაზად ეხება, რათა დარწმუნდეს, რომ არანაირი დაზიანება არ მიუღია.-აქ რას აკეთებ! გითხარი, რომ გარეთ დარჩენილიყავი.
-ბოდიში, დეტექტივო კიმ, მისი შეჩერება ვცადე, მაგრამ ის გაიქცა!-ჯინი ჩუმად იწყებს საუბარს და მისი სახე ძალიან ფერმკრთალია, ფაიფურზე უფრო თეთრიც კი.
იუნგი სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება გვერდითა კარს, შემდეგ კი უკანა კარიდან გადის გარეთ და ტერიტორიას ათვალიერებს, სამწუხაროა, რომ არავინაა გარშემო.-ჯანდაბა! მშვენიერია, გაიქცა ის ნაძირალა!.- იუნგი ბუტბუტებს და გაღიზიანებული მზერით აწყდება ჯინის ფერმკრთალ სახეს- ვერ დავიჭირეთ და ეს შენი ბრალია!-ბასრი მზერით პირდაპირ ჯინზე მიუთითებს.
-მოკეტე, დეტექტივო მინ!-ნამჯუნს არ სურს იუნგისთან კამათი, ამიტომ მხოლოდ მკვეთრი მზერით აფრთხილებს მას და ჯინს ადგომაში ეხმარება-სოკჯინ, შენ სამედიცინო დახმარება გჭირდება.
-არა...მე უბრალოდ სახლში ყოფნა მინდა.-ჯინი ჩუმად წარმოთქვამს და გრძნობს, როგორ უთრთის ტუჩები და ხედავს თუ, როგორ უკანკალებს ხელები ყოველი ნაბიჯის გადადგმისას.
YOU ARE READING
Fracture[Yoonseok]
Mystery / Thrillerროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.