(შემაშფოთებელი) ეჭვები

34 5 29
                                    


-ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება იქნებოდა გარდაცვლილი სხეულის გაჟიმვა.

-ამაზრზენი ხარ!-ფანჯრის რაფაზე მჯდომი თეჰიონი ჩურჩულებს და უყურებს ჰოსოკს, რომელიც სარკეში აკვირდება საკუთარ თავს-ოდესმე დაფიქრებულხარ სანამ რამეს იტყვი?

-არა.-ჰოსოკი ხმამაღლა პასუხობს და სარკეს შორდება, რის შემდეგაც თეჰიონს ჩვეული ფართო ღიმილით შეხედა.

თეჰიონი თვალებს ატრიალებს, არ აინტერესებს რა ხდება ჰოსოკის თავში ამ წამს და ცდილობს მზერა ფანჯარაზე გადაიტანოს. მინის ანარეკლიდან ხედავს ჰოსოკს, რომელიც საწოლთან მოძრაობს, ხელში იღებს პიჯაკს და დიდ დანას, რომელსაც მაისურის ქვეშ ათავსებს, შემდეგ კი ქურთუკს იცვამს.

ჰოსოკი გარეთ გადის და თეჰიონი ამით ძალიან ბედნიერია! დაისვენებს ამ შეშლილისგან.

-სად მიდიხარ?-თეჰიონი ეკითხება, არა იმიტომ, რომ აინტერესებს, არამედ იმის გამო, რომ მხოლოდ მცირედი ინტერესი გააჩნდა, ანუ ჯანდაბა! ერთი სიტყვით აინტერესებდა სად მიდიოდა ჰოსოკი, ასეთი ბედნიერი სახით.

-ჩემმა კნუტმა მომწერა მესიჯი ამ დილით და მითხრა, რომ გართობა უნდა. ეს ნიშნავს, რომ პაემანზე მივდივართ!-ჰოსოკი თითქმის ანათებს ამ განაცხადის გამო და თან თეჰიონს დასცინის, რადგან იცის, რომ მასაც მოსწონს დეტექტივი.

-იუნგი შენთან ერთად? გთხოვ ნუ მაცინებ.-თეჰიონი იცინის, მაგრამ ჰოსოკის ხმამაღალი სიტყვები და მუშტი, რომელიც ფანჯარას მოხვდა მის სახესთან ძალიან ახლოს, აიძულებს მას, რომ შიშისგან სასწრაფოდ გაკმინდოს ხმა. ჰოსოკმა თეჰიონი ხელებს შორის მოიქცია და წამების წინ მოცინარი სახე, ახლა საერთოდ არ ეკუთვნოდა ჰოსოკს, ეს პიროვნება ადვილად ცვალებადია, როცა საქმე მის ინტერესებს ეხება.

-რამე სასაცილო ვთქვი თეჰიონ?-ჰოსოკი სიტყვებს კბილებში სცრის და ბასრი მზერით პირდაპირ თეჰიონის თვალებს აკვირდება.

Fracture[Yoonseok]Wo Geschichten leben. Entdecke jetzt