-ჯანდაბა, მძულს ღამის ცვლაში მუშაობა...-ჩურჩულებს თეჰიონი, როცა სახლის გასაღები ერევა, რადგან ერთ ხელში სამუშაო ჩანთა უჭირავს, მეორეში კი სასურსათო ჩანთა.
დაახლოებით დილის შვიდი იყო, როცა თეჰიონი ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა. დაღლილი იყო, როგორც გონივრულად, ისე ფიზიკურად ამიტომ არაფერი უნდოდა გარდა დასვენებისა და თბილი აბაზანის მიღებისა. ამ ყოველივეს შემდეგ კი გამოცდებისთვის სწავლა იყო საჭირო.
როდესაც თეჰიონი არ ცეკვავს, არ მღერის და ღამის კლუბში მეძავის ფუნქცია აღარ აქვს, ის სახლში სწავლობს ონლაინ გაკვეთილებზე. თეჰიონი სწავლობს მასწავლებლად, კონკრეტულად კი სიმღერის მასწავლებლად.
მას უყვარს სიმღერა, ეს მისი გატაცებაა. თეჰიონს მხარი არ დაუჭირეს, ამიტომ უწევს ბინძური ფულით არსებობა. ჰო, სწავლის ფულის გადასახდელად უწევს, რომ სხეული გაყიდოს. ეს ღამის კლუბი აძლევს საშუალებას გამოიყენოს თავისი ვნება ფულის საშოვნელად.
რაც არ უნდა იყოს თეჰიონმა იცის, რომ ეს დროებითია, იქამდე სანამ ის არ მიიღებს საკმარის ფულს კოლეჯში გადასახდელად.
თეჰიონი ოთახისკენ მიდის და თან საყვარელ მელოდიას ღიღინებს, როგორც კი შუქს ანთებს ხმამაღლა ყვირის, რის გამოც კედელს ეჯახება და ქვევით ცურდება, ხელებს გულზე იწყობს და ცდილობს დამშვიდდეს.
-შეგეცი! ჰოსოკ რა ჯანდაბა გინდა აქ?!
ჰოსოკი, სერიული მკვლელი, რომელიც სასტიკად კლავდა ქალებს, ახლა თავისუფლად იწვა თეჰიონის საწოლზე და სიგარეტს აბოლებდა. წელს ზევით შიშველს ყველა სისხლჩაქცევა უჩანდა, რომელიც იუნგიმ დაუტოვა სექსის დროს.
მის გვერდით იატაკზე ტამპონების ღია ყუთი იდო. თეჰიონს არც კი უნდოდა გაეგო თუ რატომ იყო ეს რაღაც მის ოთახში, უბრალოდ უნდოდა, რომ ჰოსოკი აქედან გასულიყო.
თეჰიონი და ჰოსოკი ერთ სახლში ცხოვრობენ. როდესაც თეჰიონი პირველად შეხვდა ჰოსოკს, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ის სერიული მკვლელი იყო, სანამ ერთ დღეს სახლში არ დაბრუნდა და არ ნახა სამზარეულოს მაგიდაზე მკვდარი გოგონა, რომლის სხეულშიც ჯერ კიდევ იყო დანა, ხოლო სისხლით მთელი სამზარეულო იყო დასვრილი.
VOCÊ ESTÁ LENDO
Fracture[Yoonseok]
Mistério / Suspenseროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.