წარმოქმნა (შედეგი).3

36 5 65
                                    

                               ბოლო მომენტები, ჯერ კიდევ წარსულ დროში

                               ბოლო მომენტები, ჯერ კიდევ წარსულ დროში

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


პოლიციამ ცხედარი მეორე დღესვე აღმოაჩინა და მათ ეს შემთხვევით მკვლელობად ჩათვალეს. 

ნამჯუნს არავისთვის უთქვამს რა გააკეთა იუნგიმ, არც მამინაცვლისთვის, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა.

სულელია? ეშინია? დიახ, ძალიან სულელია, რადგან მას ეშინია ციხეში წასვლის და ყველაზე მეტად კი იუნგის, მისი შეყვარებულის სურვილების ეშინია.

იმის გამო ეშინია, რომ იმ ღამით იუნგის შიგნით რაღაც შეიცვალა, მოკვლისა და სისხლის სურვილი დამოკიდებულებაში გადაიზარდა. 

კვირაში ერთხელ იუნგი საწოლიდან დგებოდა მაშინ, როცა ნამჯუნს ეძინა და ღამით გარეთ გადიოდა, როცა დარწმუნდებოდა, რომ ნამჯუნის მამინაცვალი წასული იყო ის მისი დამოკიდებულებისა და სურვილების დაკმაყოფილებას განაგრძობდა.

ცხედრების რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც პოლიცია ფიქრობდა, რომ საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდა. იუნგი თავს ვერ იკავებდა, შინაგან დემონებს ვერ იმორჩილებდა, კანში ვერ ეტეოდა და ვენებში სისხლი აწვებოდა, რადგან უნდოდა, ძალიან უნდოდა, რომ სისხლი საკუთარ ხელებზე დაენახა. ეს არის სველი, წებოვანი, წითელი ნივთიერება, რომელიც მის თითებსა და სხეულს აკანკალებს, მთლიანად იპყრობს და იმორჩილებს. არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია გაჩერება, სხეული სისხლს ითხოვს, სულიც სისხლს ითხოვს ამიტომ იუნგი არავინ და არაფერია, რომ გულსა და გონებას შეეწინააღმდეგოს იმ შემთხვევაში, როცა ორივეს ერთი და იგივე რამეს მოითხოვს.

Fracture[Yoonseok]Where stories live. Discover now