მკვლელის წარმოქმნა (შედეგი).2

21 6 16
                                    

ჰოსოკმა საავადმოყოფოში ორი დღის შემდეგ გაიღვიძა.

სანგუ იყო ის ერთადერთი, ვინც ჰოსოკი იპოვა, მაგრამ ამას აზრი აღარ ჰქონდა, ბიჭის სხეული უკვე ბოლომდე იყო დამსხვრეული და განადგურებული.

როდესაც შეამჩნია, რომ ჰოსოკს საფულე დარჩა უკვე გვიანი იყო, მაგრამ სანგუ მაინც წავიდა, რომ მისთვის დაებრუნებინა. სწორედ იმ დროს მოესმა ხეივნიდან ყვირილის ხმა და მაშინ შეესწრო ამ საზარელ სცენასაც. კიდევ კარგი სანგუ მივიდა, თორემ არავინ იცის კიდევ რას მოიმოქმედებდნენ და რა საშინელების გადატანა მოუწევდა ჰოსოკს.

ჰოსოკი მომხდარის შემდეგ არავისთან ლაპარაკობდა. მაშინაც კი, როცა გაწერეს და სახლში წაიყვანეს, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ უაზროდ უყურებდა ცას და ბნელი მზერით ათვალიერებდა ყველას, ვინც მასთან დალაპარაკებას ცდილობდა.

ჰოსოკის უფროსმა დამ, ჯივუმაც კი ვერ შეძლო, გაეკეთებინა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ძველი, პოზიტიური ჰოსოკის დასაბრუნებლად.

და ეს იმიტომ მოხდა, რომ ჰოსოკი შინაგანად უკვე მკვდარი იყო. მხოლოდ ის ესმოდა როგორ ჩურჩულებდნენ დემონები და ტკბილი, გამამხნევებელი ხმებით იპყრობდნენ მის გონებას. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ ანუგეშებდნენ და მოუწოდებდნენ ბოროტი ხმები გაეკეთებინა ის, რასაც არასოდეს წარმოიდგენდა.

-ჰოსოკ...-ჯივუ კარებთან დგას და უყურებს ძმას, რომელიც საკუთარ საწოლზე გვამივით წევს და უაზროდ აშტერდება ჭერს. ოთახში შესვლამდე ჰაერს ღრმად ისუნთქავს,შემდეგ კარებს ხურავს და ჰოსოკის გვერდით საწოლზე ჯდება.

რამდენიმე წამი სიჩუმეა, მხოლოდ მათი ნელი სუნთქვის ხმა ერწყმის ატმოსფეროს. შემდეგ ჯივუ ძმის ცივ ხელებს ეხება და კალთაში იწყობს, იმის იმედით, რომ ბიჭს რაიმე რეაქცია ექნება.

-ვერც კი წარმოვიდგენ, რა ტკივილი გადაიტანე-ჯივუ ხმადაბლა საუბარს იწყებს, ცდილობს თავი შეიკავოს და არ იტიროს ძმის წინაშე, რადგან ჰოსოკს ახლა ძლიერი საყრდენი სჭირდება გვერდით-რომ შემეძლოს ამ ტკივილის გაქრობა, სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, რადგან ისევ გავიგო შენი ხმა და ისევ გნახო მომღიმარი.

Fracture[Yoonseok]Donde viven las historias. Descúbrelo ahora