პირისპირ

26 6 41
                                    

ბოლო ადგილი სადაც იუნგის სურდა მისვლა იყო საავადმყოფო, მას შემდეგ რაც 4 წელი ფსიქიატრიულში გაატარა სძულდა ოთხი თეთრი კედლის ყურება, რომლებიც პაციენტების ტკივილით იყო გაჟღენთილი და მაინც ახლა რეანიმაციული ოთახის წინ იჯდა და დამძიმებული ქუთუთოებით უაზროდ უყურებდა ხელებზე შემხმარ სისხლს.

უფრო ზუსტად კი თეჰიონის სისხლს. დაახლოებით ორი საათი გავიდა, მას შემდეგ, რაც თეჰიონი რეანიმაციულ ოთახში შეიყვანეს.

იუნგის თეჰიონის შესახებ არც ექიმისგან და არც მედდებისგან არავითარი ახსნა არ მიუღია,მაგრამ მისი ჭრილობის გამო, თეჰიონის გადარჩენის რისკი ნამდვილად მცირე იყო.

იუნგი აგრძელებს ხელებზე შემხმარი სისხლის დაკვირვებას და გასაკვირია, რომ ეს არ აღვიძებს მის ინსტიქტებს. ამაზე ფიქრი ფაქტობრივად მტივნეულად ექაჩება მუცელზე და ბრაზი ახრჩობს, რომელიც მხოლოდ ჰოსოკისკენაა მიმათული.

იუნგი იმდენად ბრმა იყო, რომ მის წინ არსებული სიმართლე ვერ დაინახა და ახლა ისიც აინტერესებს იცოდა თუ არა თეჰიონმა, რომ ჰოსოკი მკვლელი იყო. ალბათ კი, რადგან იუნგის ახსოვს როგორ უხსნიდა თეჰიონი მას, რომ ჰოსოკი მონსტრი იყო, ის ცდილობდა იუნგის გაფრთხილებას, თუმცა დეტექტივის გონება იმდენად იყო დაბინდული, რომ ვერ ხვდებოდა თუ როგორ თამაშობდა ჰოსოკი, უცოდველი ადამიანის როლს.

-ჰოსოკ...ჯონ ჰოსოკ-იუნგი კბილებში ცრის ამ სახელს და მუშტებს მთელი ძალით უჭერს ისე, რომ ფრჩხილებით კანში იჭრება, მრისხანებით ენთება თვალები და მთელი სხეული უკანკალებს, მაინც როგორ შეიძლებოდა ასეთი იდიოტი ყოფილიყო, რომ ვერ შეემჩნია?!

ფიქრებში ჩაკარგულმა დეტექტვმა ვერ გაიგო მისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა, სანამ მკაცრად ჩაცმული მამაკაცი არ დადგა მის წინაშე, ქვემოდან ახედა ქერა დეტექტივს, რომელიც მას მზერით ათვალიერებდა.

Fracture[Yoonseok]Wo Geschichten leben. Entdecke jetzt