-ჰოსოკი უფრო და უფრო მეტ ადამიანს კლავდა და საბოლოოდ მივიღეთ ის რაც ახლაა. არასდროს ველოდი მისგან მსგავსს, ვერ ვიფიქრებდი, რომ სერიული მკვლელი გახდებოდა და არც კი ინანებდა ამას.-სანგუმ ღრმა ხმით ამოიოხრა და შეეხო ყავით სავსე ფინჯანს, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანი ესაუბრებოდა იუნგის.
მათ დატოვეს საძინებელი და მისაღებ ოთახში გადაწყვიტეს უფრო კომფორტულად საუბარი. იუნგი დივანზე დაჯდა და უსმენდა მოხუცს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა თხრობა დასრულებული.
-მე ევდილობდი დახმარებას. ვცდილობდი დამებრუნებინა, მაგრამ ჰოსოკი უკვე აღარ არსებობდა, მის მაგივრად ვიღაც სხვა გაჩნდა, სხვა ვინც ყველაფერს იზამდა იმისთვის, რომ მოეკლა სიამოვნებისთვის და ამას აკეთებს კიდეც.-მოხუცი ისევ შეჩერდა და ღრმად ამოისუნთქა. იუნგი ფიქობს, რომ ეს ყველაფერი სანგუსთვის მტკივნეულია-საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმის გამო, რომ ვერაფერი გავაკეთე მის გადასარჩენად, უფრო ადრე რომ...
-დამშვიდდი მოხუცო, ეს შენი ბრალი არ არის.-იუნგი მაშინვე აწყვეტინებს, როგორც კი ხვდება, რომ მოხუცი ზედმეტად შეშინებულია წარსულის გამო, მაგრამ ჯერ არ დაუსრულებია, იუნგიმ ყველაფერი უნდა გაიგოს. ბოლომდე.
-შეიძლება ასეცაა და დამნაშავე არ ვარ, მაგრამ მე მის საქციელებზე თვალი დავხუჭე. ვიცოდი, რომ სერიული მკვლელი იყო, თუმცა ვერაფერი შევცვალე. ჰოსოკი მაშინებდა, ახლაც მაშინებს თანაც ძალიან. წლების წინ გვანგჯუდან სადღაც გაქრა, შემდეგ გავიგე, რომ სეულში წავიდა, რადგან აქ ყოფნა მობეზრდა. მაინც არაფერი შეცვლილა, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა და დღემდე ასეა.
-და თქვენ იგრძენით თუ როგორ გაცოცხლდა ის, იგრძენით მისი აღზევება და გესმოდათ მისი განზრახვის ყოველი დეტალი, ამიტომაც ხელი არ შეუშალეთ. ეს თქვენივე ნებით გააკეთეთ-იუნგი კომენტარს აკეთებს და მზერას პირდაპირ უსწორებს მოხუცის დანაღვლიანებულ და აცრემლებულ თვალებს.
YOU ARE READING
Fracture[Yoonseok]
Mystery / Thrillerროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.