,,დამნაშავემ მისი დაჭერის მცდელობის დროს გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, ჩვენმა ოფიცრებმა თავდაცვის მიზნით საფრთხე გაანეიტრალეს, რის შედეგადაც დამნაშაცე გარდაიცვალა. სხვა მსხვერპლი, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა-''.
სასტუმროს გარეთ გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციის უფროსი ბენგ ში-ჰიუკი, სასტუროს მინდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მოვლენებს ,,დეტალურად'' აცნობდა პრესას.
პოლიციის განყოფილებაში ყველა უყურებდა ახალ ამბებს, ყველა მთელი ყურადღებით უსმენდა მათი უფროსის ბრიფინგს
გარდა იუნგისა და ნამჯუნისა, რომლებიც ტელევიზორის ეკრანისგან მოშორებით იდგნენ და იცოდნენ თუ რა მოხდა სინამდვილეში.
-იაფფასიანი ძუკნა!-იუნგი ხმადაბლა ჩურჩულებს, როცა შორიდან ხედავს თუ როგორ ამაყად უჭირავს ში-ჰიუკს თავი პრესის წარმომადგენლების წინაშე.
-სიტყვებს დაუკვირდი დეტექტივო მინ, ეს იაფფასიანი ძუკნა შენი უფროსია-დეტექტივი ჩოი მის მეწყვილესთან ერთად იუნგის გვერდით დგება, ჩანს ორივე გასვლას აპირებს.
-სად მიდიხართ?-ინტერესდება ნამჯუნი, როცა ხედავს, როგორ გადატენა დეტექტივმა კანგმა მისი იარაღი
-ზარი მივიღეთ. როგორც, ჩანს სერიულმა მკვლელმა ისევ დაიწყო მოქმედება.
-სად მოხდა მკვლელობა?-ეკითხება ნამჯუნი, რადგან მისი ინტერესის დონე უკვე პიკს აღწევს.
-საცხოვრებელ კომპლექსში, არც თუ ისე შორს აქედან, დაახლოებით ათი წუთის სავალზე-დეტექტივი კანგი ღრმად ისუნთქავს და საათს ისე აკვირდება, თითქოს სადმე აგვიანდებოდეს-ეს ღამე არასოდეს დასრულდება- მზერას ნამჯუნსა და იუნგის ავლებს, შემდეგ კი პარტნიორთან ერთად ტოვებს მათ.
ნამჯუნი ეჭვით უყურებს იუნგის. ის დარწმუნებული იყო, რომ შეიძლებოდა ჯონ ჰოსოკი ყოფილიყო ამ მკვლელობის საქმის უკან, მაგრამ მტკიცებულების გარეშე არ შეუძლია დაადანაშაულოს იგი ყველას წინაშე. ნამდვილად იმედგაცრუებულია, მაგრამ ახლა მხოლოდ სოლარს შეუძლია მისი კეთილგანწყობის მოპოვება.
YOU ARE READING
Fracture[Yoonseok]
Mystery / Thrillerროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.