ინტენსიური ტექნო მუსიკის მძიმე ბასი იყო ის, რამაც პირველად მოაღწია იუნგის სმენამდე Sinners Paradise-ში შესვლისას.
ის რაღაცას ანიშნებს დაცვის თანამშრომელს, შემდეგ კი დერეფანში გადის, სადაც კერძო VIP ოთახებია განთავსებული.
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც თეჰიონი ნახა. ეს იყო სწორედ ის ღამე, როდესაც პირველად შეხვდა ჰოსოკს და მკვლელობის საქმეების სიმძიმის მიუხედავად ახლა მას ნამდვილად სჭირდებოდა კარგი სასმელი და თეჰიონის უკანალი მის კალთაზე.
ასევე, მას შეუძლია აკეთოს თავისი საქმე და პარალელურად მიიღოს იმფორმაცია ჰოსოკის შესახებ, მხოლოდ იმისთვის, რომ ნამჯუნმა საბოლოოდ მოკეტოს და წაშალოს ჰოსოკი ეჭვმიტანილთა სიიდან. მას შემდეგ, რაც ნამჯუნმა თქვა ჰოსოკზე დაკითხვის ოთახში, იუნგი გაღიზიანებულია და სურს, რომ მან მსგავსი საქციელი შეწყვიტოს, სწორედ ამიტომ მას მყარი მტკიცებულება სჭირდება. ნამჯუნს თვალწინ ან ქაღალდებს აუფრიალებს ან გასამართლებელ სიტყვებს მიაყრის და საბოლოოდ გააქრობს ყველა ეჭვს.
-ჰეი ბრუნო, თეჰიონი ამაღამ აქ არის?-იუნგი ნაცნობ მცველს ეკითხება და ამჩნევს დაბნეულობას ბრუნოს სახეზე.
-კი, მაგრამ ის ახლა სხვა რამითაა დაკავებული.-ბრუნო კეფას უხერხულად ეხება, რის გამოც იუნგი ხვდება, რომ რაღაც ხდება.
-უთხარი, რომ მე ვარ იუნგი. მას ყოველთვის აქვს დრო ჩემთვის.-იუნგი სთხოვს, თუმცა ბრუნო ადგილიდან არ იძვრის.
-ბოდიში იუნგი, თეჰიონი დაკავებულია, სიმართლეს ვამბობ.სხვა დროს...-ჰეი, იუნგი!
იუნგი აიგნორებს მცველის სიტყვებს და დერეფანში გადის, სადაც თეჰიონის ოთახის წინ ჩერდება. მაშინვე გრძნობს სიგარეტის სუნს, კარებს აღებს და ხედავს, რომ ირგვლივ ლუდის ბოთლებია მიმოფანტული, დივნისკენ მიდის სადაც თეჰიონი ზის სიგარეტით ხელში, მისი მზერა კედლისკენაა მიმართული.
YOU ARE READING
Fracture[Yoonseok]
Mystery / Thrillerროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.