ფარული საშიშროებები

50 4 28
                                    


ნამჯუნი ჩადის Riverfall-ის სასტუმროში დილის ორ საათზე. მაშინვე ხედავს სხვა ოფიცრებს და სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფს, რომლებიც გვამს აკვირდებოდნენ სასტუმროს გვერდით მდებარე ხეივანში, ნაგავსაყრელთან ახლოს.

ნამდვილად არ არის გასაკვირი, მსგავს ადგილებში მკვლელობა, ჩრდილოვან ადგილას ყოველთვის არის რაღაც ფარული. დეტექტივი გაღიზიანებული მიაბიჯებს, ჯერ კიდევ ეტყობა სასმელის კვალი შარვალზე, მაგრამ ახლა ის უფრო ადარდებს სად ჯანდაბაში წავიდა იუნგი, ვიღაც უცნობთან ერთად.

შემთხვევის ადგილს უახლოვდება და სამკერდე ნიშნის ჩვენების შემდეგ უკვე ხეივანში გადის, სადაც საექსპერტიზო ჯგუფი უკვე ასრულებს სურათების გადაღებასა და გვამის გამოკვლევას, ექსპერტიზაზე გასაგზავნად.

გარდაცვლილი ახლაგაზრდა მამაკაცი იყო, როგორც ჩანს, ოცდაათ წელს გადაცილებული, ქერა თმით. მისი დახვეწილი, წითელი სამოსი იმის მანიშნებელია, რომ ის მაღალ ფენას ეკუთვნოდა და დეტექტივი ფიქრობს, რომ შეიძლება ეს მკვლელობა ქურდობის მიზნით იყოს ჩადენილი. ამას კისერზე მქონე ღრმა ნაკაწრიც ამოწმებს.

-ბატონო, არის რაღაც რაც თქვენ უნდა იცოდეთ სხეულთან დაკავშირებით-სასამართლო ექსპერტი, ნამჯუნს თავისთან უხმობს.

დეტექტივი ხვდება, რომ ამ ღამეს მოსვენება არ ეღირსება.

დეტექტივი ექსპერტს უახლოვდება და თან გვამს აკვირდება-არაფერია სხვა, გარდა იმისა, რომ მსხვერპლს ყელი გამოჭრეს-კომენტარს აკეთებს დეტექტივი.

-დიახ, მაგრამ კიდევ არის რაღაც-ექსპერტი გვამისკენ მიუთითებს. გარდაცვლილის სამოსს მაღლა წევს, საიდანაც ცხადად ჩანს დიდი ნაკაწრი-ამ კაცს თირკმელი ამოუღეს, დეტექტივო კიმ!

ეს მოულოდნელი იყო. ნამჯუნი დაბნეულობისა და გაოცებისგან ყბას ხელით ეხება და უფრო ახლოდან აკვირდება ჭრილობას.

Fracture[Yoonseok]Donde viven las historias. Descúbrelo ahora