ალბათ იმის თქმა, რომ ნამჯუნი სტრესში იყო ზედემტი იქნებოდა, მაგრამ მაინც მწუხარებით იყო აღსავსე. გადაღლილი იყო, როგორც ფიზიურად ასევე გონებრივადაც.
ნამჯუნი ამჟამად მამინაცვალის საფლავის წინ იდგა, რომლის დასაფლავებაც ორი საათის წინ დასრულდა, მაგრამ ამ ადგილიდან ვერაფრით იძვროდა, ვერაფერს აკეთებდა ერთ ადგილზე დგომისა და მიწისთვის ცქერის გარდა.
უბედური შემთხვევიდან ერთი კვირა გავიდა. ერთი კვირა მას შემდეგ, რაც მისი მამინაცვალი გარდაიცვალა და ჯონ ჰოსოკი იუნგისთან ერთად გაუჩინარდა. ერთადერთი რაც იპოვეს იყო იუნგის ტყავის ქურთუკი, მისი მობილური, იარაღი და სამკერდე ნიშანი. ყველა მათგანი ნაპოვნი იყო მიტოვებულ სათევზაო ქოხში დანაშაულის ადგილიდან არც ისე შორს.
პოლიცია ფაქტიურად ძალიან ახლოს იყო მკვლელთან, მაგრამ ჰოსოკმა მაინც მოახერხა გაქცეულიყო და იუნგიც თან წაეყვანა. ნამჯუნს ამაზე ფიქრისგან სიცილის გარდა არაფერი შეეძლო, სისულელე იყო ეს ყოველივე, მაგრამ სრულიად მწარე სიმართლე, რომელიც ადასტურებდა პოლიციელების არაკომპეტენტურობას.
-ვიფიქრე, რომ უბრალოდ ჩამოგვრჩი.-ნამჯუნი ხმის პატრონისკენ ბრუნდება და ხედავს დეტექტივ კანგს, რომელმაც ასევე დაკარგა მისი პარტნიორი, დეტექტივი ჩოი ავარიის დროს.-ვწუხვარ შენი დანაკარგის გამო.-ამბობს კანგი დაბალი, მაგრამ მშვიდი ხმით.
-მეც.-ბუტბუტებს ნამჯუნი და ყურადღება ისევ საფლავზე გადააქვს.
დეტექტივი უახლოვდება და ნამჯუნის გვერდით დგება, ორივე მათგანი უყურებს მათი ყოფილი უფროსის საფლავს-ის კარგი ადამიანი იყო, ძალიან ერთგული და თავდადებული საკუთარი საქმის მიმართ.
ნამჯუნს გონებაში ეცინება. ,,თავდადებული? რა ირონიაა!"
-ყველა შოკში იყო, როცა მისი გარდაცვალების ამბავი გავრცელდა და ფიქრობდნენ თუ ვის შეიძლებოდა დაეკავებინა მისი ადგილი.-ნამჯუნი გრძნობს თუ როგორ კანკალებს, შემდეგ მხარზე შეხება ისევ რეალობაში აბრუნებს და ხედავს კონვერტს, რომელზეც სეულის პოლიციის დეპარტამენტის ბეჭედია.
YOU ARE READING
Fracture[Yoonseok]
Mystery / Thrillerროდესაც უკმაყოფილო დეტექტივი ხვდება სადისტ სერიულ მკვლელს, სწორედ ამ დროს იჩენს თავს მიზიდულობის ბნელი მხარე და ყველა მივიწყებული გრძნობა თავიდან აქტიურდება. ჟანრი: საშინელება/თრილერი იუნსეოკის ფანფიკი. ნათარგმნია.