- ლიზა რომელ სასტუმროში ხარ?
- უმეორებდა ახალ გაღვიძებულ
ლიზას ნიკოლოზი კითხვას მეექვსეჯერ
კითხვაზე პასუხი ლიზამ საბოლოოდ ამოღერღა მაშინ როცა გაახსენდა რა ენაზე ესაუბრებოდნენ, ტელეფონის მეორე მხრიდან
- შენ ასე ძაან რატომ ინტერესდები?
- ნახავ 15 წუთში.
- შანსი არაა, ჩამოხვედი?
- რა იყო არ შეიძლება? თუ პირადად ფლობ ამ ქალაქს
- მეორე.
- შემდეგში აღარ ჩამოვალ! დიდი ბოდიში - ხუმრობდა ნიკოლოზი
- შემდეგში ლიონის დიდ კედელს ავაშენებ და ვეღარც ჩამოხვალ
- მიდი და გნახავ მალელიზას კიდევ რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად თუ რა ხდებოდა. ეს გოგო თუ ახლოდან არ იცი აუცილებლად გონება ნაკლული გეგონება. მაგრამ ეს უბრალოდ მისი ჩვევაა. დიდხანს ვერ მოდის გონს ამა თუ იმ სიტუაციაში.
ლიზამ გამოცვლა და ყავის გაკეთება ზუსტად მოასწრო, ნიკოლოზის მოსვლას.
- რამ დაგარტყა თავში რომ ჩამოხვედი?
- რავი, 3 დღეში ისედაც ჩამოდიხარ შენ და ვიფიქრე მარტო აღარ იქნებოდი
- კიი, ცოტა არ იყოს კი მოვიწყინე ჩემს თავთან ლაპარაკით
- ბოლომდე დავიტოვებ იმედებს, რომ ხუმრობ
- შენ თავთან არასდროს გილაპარაკია?
- საბედნიეროდ არა. - გაიცინა ნიკოლოზმა და ბარგის ჩანთა ლიზას მისაღებში შეაგორა
- რომელი ნომერი აიღე?
- 201
- ანუ ახლოს ხარ ჩემთან
- კი, საკმაოდ
- მარიამი როგორ არის?- მაგას რა უჭირს მე ვიკითხო. რაც შენ აქ ხარ დამატარებს მაღაზიიდან მაღაზიაში
- ძაან კაი, სხვა რა საქმე გაქვს
- დიდი ბოდიში რა, მე ვმუშაობ შენგან განსხვავებით
- უფ! მე არ ვმუშაობ? - ლიზამ ყავის ჭიქა დადო და ნიკოლოზს გამომცდელად შეხედა
- კი მუშაობ, წელიწადში 3-4-ჯერ და ისიც რამდენიმე დღე
- 25 ბიჭთან მუშაობა ეგეთი მარტივი ნუ გგონია შენ. ახლაც ფსიქოლოგიურად ვემზადები მარტისთვის
- აბაა, მთელი 3 დღე უნდა იმუშავო
- გცეემ! - იყვირა ლიზამ და ნიკოლოზი ლიზას ოთახიდან თავის ოთახში გაიძურწა

YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
Romanceლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...