რა ლამაზია არა? ვუთხარი ჩემს დის შვილს ჰარუს და ნაზად გავუღიმე.. ვამჩნევდი, როგორ წყნარად უყრიდა პურის პატარა ნატეხებს მდინარეში მყოფ ლამაზ ფერად თევზებს და როგორი ბედნიერი სახით ამომხედავდა ხოლმე, როდესაც დაინახავდა რომ პურის ნამცეცებს თევზები მაშინვე ყლაპავდნენ. ხიდიდან ნელი ნაბიჯით ხის ძირში გადავინაცვლე, სადაც ორი ბოთლი ალუბლის წვენი და ერთი პატარა კექსი მედო. ერთი ანთებული სანთლით გადავხედე მდინარეს და ჩავფიქრდი: მართლაც რა ლამაზად არის აყვავილებული ალუბლის ხეები,რა ლამაზად არის მდინარე ვარდისფერი ყვავილებით დაფარული, მაგრამ უეცრად გამახსენდა, რომ ვერ მივცემდი ჩემს თავს იმის უფლებას რომ ამ სილამაზით მთლიანად დავმტკბარიყავი.. არ უნდა მიყვარდეს! გაზაფხული წელიწადის ის დროა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა.
გაზაფხული მასევდიანებს მაგრამ ამავდროულად მახარებს კიდეც. რატომ? ალბათ რთული გასაგებია ჩემი დამოკიდებულება გაზაფხულის მიმართ,მაგრამ ჩემი წარსულიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ვარ განწყობილი ასე წელიწადის ამ უმშვენიერესი დროის მიმართ.-4წლის წინ-
-ნარი! გაიღვიძე სკოლაში დაგვაგვიანდება მაღვიძებს ჩემი დის ნაზი ხმა.
როგორ მომენატრა ეს დრო..
ჩემი და ყოველთვის კეთილი და მზრუნველი იყო. ალბათ, ამიტომაც იყო ჩვენს სკოლაში ასეთი პოპულარული. სკოლას მალე ამთავრებდა, ძალიან გახარებული იყო, რადგან დედასთან კორეაში წასვლა ძალიან უნდოდა. მე, მამა და ჩემი დიდი და იონა იაპონიაში, კიოტოში ვცხოვრობდით საშუალო ზომის სახლში. მამა მწერალი იყო რის გამოც არ გვიჭირდა. დედა კორეელი მყავს, განქორწინების შემდეგ კი საცხოვრებლად სეულში გადავიდა. გვინდოდა მედა იონას სეულში წასვლა, მაგრამ მამამ აგვიკრძალა სკოლის დამთავრებამდე. როგორც ვახსენე იონა სკოლაში პოპულარული იყო, ამიტომაც მეც ცნობილი ვიყავი როგორც იონას პატარა და. მაგრამ რეალობა ის იყო, რომ არავის უნდოდა ჩემთან მეგობრობა. ცნობილი ვიყავი როგორც weirdo ნარი.
არ მიყვარდა ემოციების გამოხატვა საჯაროდ, რადგან მეგონა რომ ამას შემდეგ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. დედას წასვლის შემდეგ კი ყველანაირი მეგობარი დავივიწყე, რადგან არცერთ მადგანს არ უკითხავს ჩემთვის თუ როგორ ვიყავი. მტკიოდა თუ არა გული. გავაცნობიერე რომ ჩემთან მხოლოდ იმ მიზეზით იყვნენ რომ იონასთან დაახლოება უნდოდათ. არ მინანია არცერთის დაკარგვა. რადგან კარგი რამ მასწავლეს და ამის შემდეგ ყველას ცივი სახის გამომეტყველებით ვუყურებდი.
ერთ დღეს სკოლიდან როდესაც დავბრუნდით და სასადილოდ დავსხედით მე. იონა და მამა, შევნიშნე იონას შეშინებული სახე, მაგრამ მაინც ბედნიერი გამომეტყველებით სახეზე იონამ თქვა
-მამა, ნარი რაღაც უნდა გითხრათ !
იონას ვატყობდი, როგორ უცრემლიანდებოდა ნელ-ნელა თვალები. უცბად ხელები ასწია და ნელი მოძრაობით მუცელზე მოისვა და თქვა:
-ორსულად ვარ! უკვე 1 თვის ვარ მეკი სულ რაღაც 1 კვირაა რაც გავიგე! მინდოდა თქვენთვის მეთქვა 1თვის უკან კლუბში რაც მოხდა მაგრამ ძალიან შემრცხვა! მამა მე გამაუპატიურეს. ექიმმა მითხრა რომ აპრილში უნდა ველოდებოდე პატარა გოგონას ამიტომაც შევარჩიე სახელი ჰარუ (რომლის ზუსტი თარგმანიც ,,დაიბადა გაზაფხულზე"-ა) .
მე და მამა კი ვუსმენდით ამ ყველაფერს გაოცებული სახით და ვატყობდი მამას სახეზე ბედნიერებას, მაგრამ ამავდროულად სიბრაზეს. გავიდა 8 თვე და აპრილის 4 რიცხვში დაიბადა პატარა ჰარუ. იმ დღეს როდესაც ხეები პირველად ყვავილობს.
მე მეგონა რომ იონა ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ შევცდი.. ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ის ხელშიდაც არ იჭერდა თავის შვილს, რადგან ჰარუს მამას ახსენებდა და იონას ეს ფაქტი ჭკუიდან შლიდა. გადიოდა თვეები და იონაც ჩემი მოსავლელი ხდებოდა, რადგან ჭკუიდან შეიშალა და სახლში ჭიქებს ყოველდღე ლეწავდა და პატარა ჰარუც რომელიც უკვე 2 წლის გამხდარიყო. ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან შემიყვარდა "გაზაფხულზე დაბადებული" -მიზეზი რატომაც მახარებს გაზაფხული
არ მეგონა ოდესმე ვინმეს ასე ძალიან თუ შევიყვარებდი, მე ის პატარა დასავით მყავდა რომელიც სულ მინდოდა.
ჰარუს დაბადების დღე იყო, როდესაც მამას ვურეკავდი ტელეფონზე, რადგან ტორტი მოემზადებინათ მისთვის მაგრამ არავინ მპასუხობდა. უეცრად უცნაური შეგრძნება დამეუფლა რომლის მიზეზიც ჯერ ჩემთვის გაუგებარი იყო. თითქოს ჩემი სხეულის ნაწილი მომპარეს, დაგლიჯეს და მოისროლეს სადღაც შორს. გამოვფხიზლდი და სახლის კარის გაღება დავაპირე, როდესაც მამაჩემის განწირული კივილის ხმა მომესმა. გული ამიჩქარდა. ახლა უარესი შეგრძნება დამეუფლა, ვიდრე 5 წუთის წინ და ადგილზე გავიყინე. დავინახე, თუ როგორ გამოვარდა მამა სახლიდან, როგორ მკრა მხარი ისე თითქოს, რომ ვერც დავენახე და როგორ გაიქცა მდინარისკენ, სადაც ხალხი იყო შეკრებილი.
უცბად გავიფიქრე რატომ ვერ შევამჩნიე ეს აქამდე? ამ გზით გამოვიარე რამე რომ ყოფილოყო ხომ დავინახავდი მეც?
დავინახე თუ როგორ ამოქონდათ წყლიდან 5 მოზარდს თეთრებში ჩაცმული უცხო გოგონას სხეული.
გავიფიქრე ნეტავ რატომ გასწირა ამ ლამაზმა გოგონამ თავისი თავი-მეთქი
და ჰარუს თვალებზე ხელი ავაფარე.
რომ დავინახე გოგონას სახე დავმუნჯდი. პირველი რაც მომაფიქრდა იონას ოთახში გაქცევა და მისი მოძებნა იყო. ჰარუს ჩავკიდე ხელი და ოთახში შევიყვანე შევეცადე წყნარად მეთქვა: აქ დარჩი მალე მოვალ-მეთქი.. გამოვიკეტე კარი და განწირული გავიქეცი მდინარისკენ, რომლიდანაც უცნობი ლანაზი გოგონას სხეული ამოიტანეს.
-იონა!!
დაიყვირა მამამ და მუხლებში ჩაიკეცა.(ესეც როგორ გამოიყურება ნარი❤️)
გამარჯობათ მეგობრებო❤️ დიდი იმედი მაქვს მოგეწონათ,ჩემი პირველი ფიკია და არ ვიცი როგორი გამომივა.. გთხოვთ წაკითხვის შემდეგ კომენტარი დამიტოვეთ მოგეწონათ თუ არა ❤️დიდი მადლობა.
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romanceალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...