წასვლას ვაპირებდით როდესაც უცხო ბიჭი მომიახლოვდა და ხელის ჩაკიდებით სწრაფად შემაჩერა.....
-გამარჯობა, მე კიმ ნამჯუნი ვარ სასიამოვნოა.
-გ-გამარჯობა ნამჯუნ, მე აკიო ნარი ვარ ჩემთვისაც სასიამოვნოა.-ამის თქმის დროს კი თეჰიონიც და ნამჯუნიც ერთმანეთს თვალებით რაღაცას ანიშნებდნენ, რასაც ვერ ჩავწვდი.
-თეჰიონ! ახალი მეგობარი შენ რატომ არ გაგვაცანი?-თქვა მან და გადმომხედა ღიმილით.
ძალიან საყვარელი ღიმილი ჰქონდა,ეტყობოდა მას სახეზე თუ როგორი კეთილი იყო და ამიტომაც მეც ჩავუღიმე.
-ბოდიში,ბოდიში ხომ გაიცანი წადი ახლა!-უთხრა თეჰიონმა და ხელით მისი "გათრევა"დაიწყო,რაზეც ნამჯუნმა უარი განაცხადა და ისევ მე შემომიტრიალდა:
-ესეიგი ნარი.. იაპონელი ხარ?
-კი,კიოტოდან ვარ.
-ძალიან კარგია, მიყვარს კიოტო,მაგრამ ნამყოფი არ ვარ..
-არაპირებ მოგზაურობას?მართლა ძალიან ლამაზია,განსაკუთრებით გაზაფხულზე,მაგრამ მე ზამთარიც მიყვარს.
-უკაცრავად? აქ რა ხდება??-მოულოდნელად უცხო გოგონა გამოჩნდა და ყვირილით თქვა.
-არია? მთვრალი ხარ??
-არა რა სისულელეა.-აშკარად მთვრალი იყო რადგან სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბავდა.ნეტა ვინ არის? თეჰიონის მეგობარია ესეც?
-სუმინი სად არის? ან შენი ძმა? რატომ არ მოგხედეს?-კიდევ ერთი გოგო მეგობარი ყავს? საკმაოდ პოპულარული ჩანს.. გავიფიქრე მე.
-მე რავიცი სად არიან? და მემგონი შეკითხვა დავსვი!-თქვა მან.-რატომ მიყურებს ასეთი თვალებით? განა რა დავაშ..
მივხვდი! შეყვარებულია და ალბათ იეჭვიანა! აჰჰ.. მაგრამ რაზე იეჭვიანა განა რა ვქენი ასეთი?
-ნარი გთხოვ სუფთა ჰაერზე გაიყვანე,ცოტა გონზე მოვიდეს.-მთხოვა ნამჯუნმა და წავიდა.მე რატომ მთხოვა ის ვიღაც სუმინი სადღაა?ვერ შევამჩნიე როგორ გაქრა თეჰიონიც.
სხვა გზა არ მქონდა,მოვკიდე არიას ხელი და გარეთ გავიყვანე.
-მისმინე ქალბატონო! არ მჭირდება საერთოდ შენი დახმარება. ან ვინ ხარ ნამჯუნის?-მითხრა მან ბრაზნარევი ხმით.
-ნარი მქვია და არავინ, დღეს პირველად შევხვდი.
-ხოო? და რატომ ჰქონდა მას შენი დანახვის დროს ასეთი რეაქცია?
-აბა მე რა ვიცი? შენ ხარ მისი შეყვარებული მე რას მეკითხები?
-ააააუუ!! ნეტაა-დაიყვირა მან და ტირილი დაიწყო.
-მ-მოიცა რა ხდ..
-არვარ შეყვარებული,უბრალოდ პატარაობიდან ვიცნობ რადგან ჩემი ძმის მეგობარია.
-აამ გასაგებია,ბოდიში შემეშალა..
-ამდენიხანია მომწონს და უბრალოდ უჩინარივარ მისთვის..
-არ იცის რომ მოგწონს?
-არა და არც ვაპირებ თქმას!
-და ასე როგორ გაიგებ მოსწონხარ თუ არა?
-არვიციი!შ-შენი აზრით მოვწონვარ?-მოიწმინდა ცრემლები და ლეკვის თაფლისფერი ან ჭაობისფერი თვალებით ამომხედა.
მე ჩავიცინე და ვუთხარი:
-პატარაობიდან თუ ერთად ხართ,ალბათ დასავით გიყურებს და მასე გაგრძელდება,სანამ გრძნობებში არ გამოუტყდები. შემდეგ შემოგხედავს როგორც გოგოს და თუ მის გემოვნებაში ჯდები,შენს მოწონებას დაიწყებს.
-მართლა? მე კი მეგონა,რომ თქმა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნებოდა.
-არ ვიცი რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა,რადგან შესაძლოა არ მოეწონო თქმის შემდეგაც და უბრალოდ კონტაქტი აღარ გქონდეთ.
-აუუუ! რა ვქნა?-თქვა და მხარზე თავი დამადო,ისე თითქოს დიდი დროის მეგობრები ვყოფილიყავით,რაც მესიამოვნა რადგან პირვლად ვიგრძენი სითბო ამდენიხნის განმავლობაში.
ისეთი სითბო,როგორიც ნამდვილ მეგობარს უნდა ჰქონდეს.
ეს ყველაფერი კი ნამდვილად მიდიოდა მეგობრობისაკენ.
-მე ვიცი!-გამოჩნდა ჩემთვის უცხო გოგონა-ისე უნდა გავაკეთოთ,რომ ნამჯუნი მიხვდეს არიას გრძნობებს და მისი მოწონება დაიწყოს! მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს შესამჩნევი!-ალბათ სუმინი? ნამჯუნმა ვინც ახსენა..
-და მაგას როგორ ვიზავთ?-ვუპასუხე მე.
-არ ვიცი მაგას მერე დავგეგმავთ.-თქვა სუმინმა და არიას გადახედა:
-და შენ ვინ ხარ?
-ჩემი ახალი მეგობარია.-უპასუხა არიამ.
-გამარჯობა,მე ნარი ვარ.-ვუთხარი და თბილად გავუღიმე,ჯერ არიას,შემდეგ კი სუმინს.
რაკარგი ვქენი წვეულებაზე,რომ წამოვედი.
მიუხედავად იმისა,რომ თეჰიონს ვერ ვესაუბრე, მაინც მადლიერი ვიყავი მისი.
არია,ნამჯუნიც და სუმინიც მისი მეგობრები იყვნენ. აი თურმე როგორი მეგობრები ყავს.
სამივე ძალიან თბილად მექცეოდა.
პირველად ჩემს ცხოვრებაში,თავად მოუნდათ მეგობრობა ჩემთან,მაშინ როდესაც ჩემს შესახებ არაფერი იცოდა არიამ საუბარი გამიბა და მხარზე თავიც კი დამადო.
და ეს არაფერია? შესაძლებელია საუკეთესო მეგობრებს ჯერ ვერ ვუწოდებ, რადგან არ არის დიდიხანი რაც ვიცნობ მათ,მაგრამ აქამდე უბრალოდ მეგობრებიც არ მყავდა.
შემეძლება მათთან კაფეში,ბიჭებზე ჭორაობა.
მათი დახმარება,ამბების მოყოლა,გართობა,შემეძლება გულის გადაშლა და მოყოლა ყველაფრის...
აზრები სიმღერების მაღალმა ხმამ გამაწყვეტინა.
-რა ხდება?-დავიყვირეთ სამივემ ხმამაღლა ისე,რომ ერთმანეთის ხმა როგორმე გაგვეგო.
-წამოდით, დავბრუნდეთ.-თქვა სუმინმა და წინ წავიდა.
სუმინი არიასთან შედარებით,უფრო სერიოზული და ჩამოყალიბებული ჩანდა,რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდი არიაზე.
არია ნამდვილად ეჭვიანი იყო,თან ძალიან! მაგრამ გულჩვილი.
ორივე ძალიან მეგობრულები იყვნენ,
არია რადგან გული ასე მარტივად გადამიშალა და სუმინი რადგან ასე მარტივად დაიწყო ჩემთან კონტაქტი და საუბარი "გეგმაზე".
ამით კარგად ჩანდა თუ როგორ მარტივად დაიწყეს ჩემი ნდომა ორივემ,ამიტომ მეც იგივენაირად ვუპასუხე და მათი ნდობა მთელი გულით დავიწყე.
დიახ! მე დღეს ორი ნამდვილი მეგობარი შევიძინე.
დავუძახე ასე "მარტივად" მეგობარი ორივეს რადგანაც მივხვდი,რომ შესაძლოა წარსულში რაღაც კონფლიქტი მომივიდა მეგობრებთან,მაგრამ ეგ არ ნიშნავდა იმას,რომ სუმინი და არიაც მათნაირი იქნებოდნენ....გამარჯობათ ბავშვებოო❤️როგორ ხართ? გიხარიათ ახალი წელი? მე საერთოდ არ მაქვს განწყობა🙁🙁შეიძლება ითქვას ტატას დაბადების დღეს უფრო ველი😂
ბოდიშით კიდევ დავაგვიანე,ყოველდღე ახალი თავების დადებას ვეღარ ვახერხებ.
მადლობა მკითხველებს.შემდეგ თავს 3 დღის განმავლობაში აუცილებლად დავდებ. იმედი მაქვს მოგეწონათ❤️❤️
აბააა დროებიით👋🏻
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romansaალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...