-26- BD PARTY

26 4 2
                                    

Author's pov

პატარა ოთახი,რომელიც კარაოკეს ოთახზე ოდნავ დიდი მაინც იქნებოდა, ბავშვურად იყო გაფორმებული.

კედელს სულ ყვავილის ფორმის განათებები ალამაზებდა.
ბავშვებმა ოთახის მორთვა ნარის ანდეს,რადგან ნარის ყველაზე კარგად გამოსდიოდა.
ჰელიუმის ბუშტები ჭერს ეკროდა რომელიც სიმეტრიულად შუაში იყო მხოლოდ,ხოლო ოთახის მარჯვენა მხარეს პატარა მაგიდაზე ტკბილეულობა იდო, რომელსაც სუმინის გაკეთებული კექსები ალამაზებდა. 
გოგონებმა ყველა მეგობარს თერთმეტის ნახევარზე მოსვლა სთხოვეს და ყველა ერთად ახვევდა არიას საჩუქრებს.
რა თქმა უნდა ბიჭებს რაღაც მაინც ხომ უნდა გაეფუჭებინათ და ყველამ არიას სასაცილო ფოტოებიდან მისი თავი ამოჭრა  და საჩუქრების ყუთს მიაკრა.
-კიმ ნამჯუნ! შენი საჩუქარი სად არის?-დაიყვირა სუმინმა და ცალი წარბი ასწია.
-ჩანთაში.-უპასუხა ნამჯუნმა და პატარა ფანჯარასთან აეყუდა.
ისე ინტერესით იყურებოდა,თითქოს გარეთ ცა გაიხსნა,სუმინის საუბარს კი აზრიც დაეკარგა.
-სუმინ ნუ ბრაზობ,ნამჯუნს უნდა ალბათ,რომ პირადად გადასცეს საჩუქარი.-წამიერი სიჩუმე ნარის ხმამ დაარღვია.
ნარი კი მაშინვე ჭარხალივით გაწითლდა,როდესაც თეჰიონის მზერა იგრძნო.
მას ჯერაც არ ჰქონდა გარკვეული რა მოხდა იმ დღეს.. მაგრამ კითხვაც კი ეუხერხულებოდა.

12-ის წუთებია.
ბავშვები კი არიას ელოდებიან.
ამ პატარა სახლისთვის ყველა ზედმეტად გამოწყობილია.
სუმინი რა თქმა უნდა შავებით იყო

სუმინი რა თქმა უნდა შავებით იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ხოლო ნარი ყველაზე უბრალოდ..

ხოლო ნარი ყველაზე უბრალოდ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

კარის ხმა გაისმა.
ყველა მეგობარი კი მთელი გულით ელოდება არიას მოსვლას.
არიამ ფეხი შემოდგა და ოთახი გაანათა.

ბავშვებმა ერთდროულად დაიყვირეს:"არიიიი გილოცააავ"-და ყველა არიას მიესია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბავშვებმა ერთდროულად დაიყვირეს:
"არიიიი გილოცააავ"-და ყველა არიას მიესია.
სათითაოდ ჩაიკრეს გულში ის და საბოლოოდ მოშორდნენ.
-აბაა ბავშვებო!-მიკროფონი ნარიმ ხელში აიღო და ბავშვების გართობა დაიწყო-საჩუქრები თუ ტორტი?-ეშმაკურად ჩაიცინა ნარიმ და სუმინს გადახედა.
-ტორტიიი!-დაიყვირა ყველამ არიას გარდა.
-ჯერ საჩუქრებიი რაა,ვერ ვითბენ.-თქვა მან მაგრამ არავინ მოუსმინა და შუქი ჩააქრეს.
ყველა მღეროდა საშინლად,მაგრამ ეს ხდიდა მათ სიმღერას უფრო სახალისოს.
სუმინი ტორტით ხელში შემოვიდა და არიას მიუახლოვდა.
არიამ სანთლებს სული შეუბერა და ნარიმ სანთლებს ჩაქრობა არ დააცადა მაშინვე დაიყვირა-
-რა ჩაიფიქრეე??-და ეშმაკურად გადახედა არიას.
ნარიმ ძალიან კარგად იცოდა რასაც ჩაიფიქრებდა.
-რომ ვთქვააღარ ამისრულდება.-უპასუხა არიამ და დააყოლა:
-აახლა საჩუქრები!
სუმინი უნდა გასულიყო საჩუქრების შემოსატანად,მაგრამ მანამდე ნამჯუნს დაუწყო ძებნა რათა იქნებ ახლა მაინც შეეფუთა მისი საჩუქარი.
ნამჯუნი არსად ჩანდა.
სუმინმა ნარის დაუძახა:
-ნარი?
-რა ხდება?-გაკვირვებული გახედა ნარიმ.
-ნამჯუნი ხომ არ გინახავს?
-წეღან საუბრობდა ტელეფონზე და გარეთ გავიდა,კიდევ არ დაბრუნებულა?
-ჯანდაბა! არა და არიას საჩუქარიც არ დაუტოვებია.
-რა ვქნათ?
-არ ვიცი,მაგრამ ის ნამდვილად ვიცი,რომ არიას ძალიან ეწყინება.
-დრო გავწელოთ,იქნებ ამასობაში მოვიდეს.
-კარგი,რამე მოიფიქრე რომ ნამჯუნის არყოფნა ვერ შეამჩნიოს არიამ.
-ნამჯუნი სად წავიდა?-გაისმა არიას ხმა.
ხმა უწყდებოდა,ეტყობოდა რომ უკვე ტირილს აპირებდა.
-არ ვიცით.-წაეშალათ გოგონებს სახე და ეს "არ ვიცი"-ც ძლივს ამოღერღეს.
-მე წავალ,მოვძებნი.-თქვა არიამ და გაუჩინარდა.

Hi hello annyeongg ❤️❤️როგორ ხართ? მე დავბრუნდიიიი!! 😂😂 მოკლედ დიდი ბოდიში,რომ არ ვდებდი ახალ თავებს,გამოცდები მქონდა და სულ არეული ვიყავი,ახლა მოვრჩი ყველაფერს და ვეცდები ხშირად დავდო ახალი თავებიი. არდადეგებს გილოცავთ😂😂 ჰო და მოკლედ შემდეგ თავამდე გემშვიდობებითთ ❤️

When cherry blossom blooms Where stories live. Discover now