Nari's Pov
დილის 4 საათზე ტელეფონის ზარის ხმის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა.
სანამ გამოვფხიზლდი და თვალი გავახილე სიჩუმე ჩამოვარდა,მაგრამ წამიერი აღმოჩნდა.
ტელეფონმა რეკვა ისევ ატეხა.
ამჯერად დრო ვიხელთე და ტელეფონს ისე ვუპასუხე არც კი დამიხედავს ვინ მირეკავდა.
-გისმენთ? რომელი ბრძანდებით-ვუთხარი სერიოზული ძილნარევი ხმით.
-ნარი,ჩემი ნომერი არ გიწერია?-შევხტი და ტელეფონი ჩემს ყურს მოვაშორე და ნომერს დავხედე.
კიმ თეჰიონი.-ეწერა.
სამჯერ გადავიკითხე,ხოარ მელანდება მეთქი.
ვიბწკინე კიდევაც,სიზმარი ნამდვილად არ არის.
-თეჰიონ ამ დროს რატომ მირეკავ?
-ვერ ვისვენებდი.ნარი შეგიძლია გამოხვიდე?
-ახლა?
-კი შენს სახლთან ვარ,საუბარს ხვალ ვაპირებდი მაგრამ ვერ გავძელი.
-აჰჰჰ... კარგი დამელოდე.ნახევარი საათის შემდეგ.
-დიდიხანი გალოდინე,ბოდიში.
-არაუშავს ნარი.
მთელი ამ დროის განმავლობაში თეჰიონი რბილად მესაუბრება.
თვალებში ვერ მიყურებს.
მაგრამ არ მიკვირს,იმის მერე რაც მითხრა და რაც მაკადრა საერთოდ აქ როგორ მოვიდა..
მის ადგილზე მეც საშინლად ვიგრძნობდი თავს.
თეჰიონი მანქანას მიუახლოვდა კარები გამიღო.
-ჩაჯექი.
-ააამმ?? სად მივდივართ?
-შორს არსად.
-კარგი.
ისეთ ადგილზე წამიყვანა ეშმაკიც კი ვერ მიაგნებდა.
-ცოტაც და მივალთ.. აჰა მოვედით.
მანქანა გააჩერა,რამოდენიმე წუთი მანქანაში იჯდა და დუმდა.
შემდეგ ძალები მოიკრიფა, გადავიდა მანქანიდან და მეც გადავყევი.
-რა ლამაზი ადგილია ხომ?
ბალკონის მსგავსი ადგილი იყო. ამ ბალკონიდან კი მთელი ქალაქი ჩანდა.
უკუნითი სიბნელე იყო,მხოლოდ რამოდენიმე სახლში თუ ენთებოდა საცოდავად შუქი.
ამ ბალკონზე კი ერთი ლამპა იდგა რომელიც ციმციმებდა,მაგრამ იშვიათად.
-აამ ნარი... არვიცი როგორ დავიწყო.-ხედს ზურგი ვაქციე და უკან მდგომ თეჰიონს თვალებში ჩავხედე,რამაც თეჰიონი უფრო დააბნია.
-იქიდან დავიწყებ ალბათ,რომ იმ ღამეს ჩვენს შორის არაფერი მომხდარა და უბრალოდ შენი წვალება მინდოდა და მეტი არაფერი.
-ჩემი წვალება? რამე დავაშავე?
-უცხო ბიჭებთან ერთად დალიე ნარი. სულ რაღაც 1 საათის გაცნობილ ბიჭთან ერთად ნასვამიიყავი.ვინ იცის რისი გამკეთებელი იყო.
-ჯეჰიონი მე არაფეერს დამიშავებდა.
-ეგ მეც ვიცი,მაგრამ იმ მომენტში არ ვიცოდი.
-გასაგებია...
-ნარი.. ძალიან ვნანობ ჩემს სიტყვებს. ვნანობ რომ ეს საღამო ჩაგაშხამე. ნასვამი
ვიყავი და ბევრი სისულელე გითხარი. ვერც კი წარმოვიდგენ როგორ გტკივა გული ახლა.მაგრამ ყველაფერი არასწორად გავიგე და...
-თეჰიონ გთხოვ დამპირდი,რომ თუ რამე მოხდება მოხვალ და გაარკვევ ჩენთან სანამ უაზრო დასკვნების გამოტანას დაიწყებ.
თვალები უბზინავდა.
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ან ახლა დაიწყებს ტირილს,ან ახლა.
მისი თვალებიდან ჩემს ანარეკლს ვხედავდი.
ნელ-ნელა ხელი ასწია,მხარზე დამადო და ხედისკენ მიმატრიალა.
ყელზე რაღაც გამიკეთა,ცხვირი ჩემს თმაში დამალა.
ყელსაბამს დავხედე.
ჩემი დის ყელსაბამი... რომელიც დამეკარგა. თეჰიონმა იპოვა.
-იაპონიაში ფოტოების გადაღების შემდეგ,რომ ვათვალიერებდი შევნიშნე რომ ერთ ფოტოში გეკეთა ეს ყელსაბამი და მეორეში აღარ. მივხვდი რომ გაწყდა და იქვე დაგივარდა ამიტომ იმ წამსვე გავიქეცი და ვიპოვე. მეგონა დაბრუნდებოდი..ნელნელა მისკენ მატრიალებდა.
-გელოდებოდი, იმავე ადგილზე. დღე არ გამოვტოვე. მეგონა ყელსაბამს მოაკითხავდი და შენი გაცნობის შანსიც მექნებოდა მაგრამ... არ მოხვედი. შენი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კი გამოჩნდი. ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვიყავი.
ჩემი გული ამოვარდნაზე იყო. ასე სწრაფად რატომ მიცემდა?მუხლებში თითქოს ძალა მერთმევოდა. ცოტაც და ჩავიკეცებოდი. სიხარულისგან ტირილი მინდოდა. სულ გადამავიწყდა ყველანაირი წყენა. მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში,რომ თეჰიონმა ჩემი დის ყელსაბამი დამიბრუნა.
ამ აზრებით რეალობას სრულიად მოვწყდი. მაგრამ თეჰიონმა გამომაფხიზლა.
ხელი თმაში შემიცურა და მისკენ მიმწია.
ნელ-ნელა ჩემს ტუჩებს უახლოვდებოდა.
როდესაც უკვე ძალიან ახლოს იყო ჩაიჩურჩულა:
-თმა არ უნდა შეგეჭრა- ჩაიცინა და ჩემს ტუჩებს წვდა.გაიზზ ჰაი ჰელოუ ანიონგგ ❤️❤️ ესეც ახალი თავი. დაგიბრუნდით დიახ,დიახ ხან ვბრუნდები ხან ვიკარგები,მაგრამ რას ვიზზავვ ვერ ვახერხებდი წერას..
დიდი ბოდიშიი❤️ მაგრამ აბა ახლა რას ვუსმენ თუ გამოიცნობთ???😊 თეჰიონის winter bear-ს და შეყვარებული ვარრრ ნამდვილადდ😂 დროებით გემშვიდობებით👋🏻 შემდეგ თავამდეე😚
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romanceალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...