-6- Seoul

45 9 0
                                    


ხმაურიან და დიდად განსხვავებულ სეულში პირველად ჩამოსვლა არასდროს დამავიწყდება. ალბათ, რადგან პირველი შთაბეჭდილება ცენტრში გასვლის დროს იყო - "ჯანდაბა! რაამბავი ხალხია". გაოგნებული და მოხიბლული ვიყავი კორეელების ჩაცმის სტილით. იაპონიაში რადიკალურად განსხვავებული სტილით დადიოდნენ. სკოლის მოსწავლეები აქ კი უბრალოდ.... ახსნა მიჭირს... მომწონდა მამაკაცების კლასიკური ჩაცმის სტილი, მაგრამ ასევე ძალიან მომწონდა სპორტული ჩაცმულობაც. ულამაზესი გოგოები და მათი ტანის ნაკვეთები უბრალოდ შესანიშნავი იყო. ხოლო მამაკაცი ვინც კი შემხვდა, ყველა ჩემზე ლამაზი იყო. რისიც ძალიან მშურდა. იმდენი რამის გასინჯვა მინდოდა სეულში. არ მიხაროდა დიდად ადგილების ნახვა, რადგან ფოტოებით თითქმის ყველა ადგილი ვნახე. უფრო საკვების დაგემოვნება მახარებდა და ისიც კარგად მახსოვს, რომ პირველი კიმჩის წვნიანი დავაგემოვნე, რადგან კიმჩი ძალიან მიყვარდა და მიყვარს კიდევაც. შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ ერთნაირია იაპონური და კორეული კიმჩის წვნიანი ან უბრალოდ მსგავსია, მაგრამ ჩემი აზრით, სულ სხვა არომატი ქონდა მას. იმასთან შედარებით რასაც მე ვაკეთებდი.. ასევე იციან იმის თქმაც რომ ყველა ოჯახში ბრინჯს სხვანაირად ამზადებენ და ყველა ოჯახს თავის წესი აქვს საკვების გაკეთების. ამიტომ მე ყოველთვის რესტორანში კიმჩის წვნიანს ვუკვეთავდი, ასე რომ ვთქვათ რესტორნებს ამ წვნიანით ვაფასებდი და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველ გასინჯვაზე სხვადასხვა არომატები ჰქონდა მას. ასევე ძალიან მომწონდა კორეელების პოპი, რადგან ვფიქრობდი რომ იაპონურ პოპთან შედარებით ბევრად უკეთესი იყო. რა თქმა უნდა, ჩემნაირი იაპონიის მოყვარული ადამიანი ამას არ უნდა ამბობდეს, მაგრამ უბრალოდ სიმართლეს ვუსწორებ თვალს.. ხოლო რაც შეეხება დორამებს არ ვიყავი დიდად სერიალების ან ფილმების ფანი. იაპონია ანიმეებით არის ცნობილი, ამიტომ მათ ყურებით გავატარე პატარაობა... ძალიან მიყვარდა ანიმეები და ახალი ანიმეს გამოსვლისას პატარა ბავშვისავით სიხარულისგან გული მიწუხდებოდა და თვეები ველოდი სულმოუთმენლად.
რაც შეეხება სწავლას, დიდი იმედები მქონდა, რომ ბევრ მეგობარს გავიჩენდი, მაგრამ იმის გამო რომ მეორე სემესტრიდან მომიწია სკოლის შეცვლა, ყველას ყავდა უკვე მეგობარი გაჩენილი, თან ჩემი უბრალოებით არავინ მოხიბლულა და უბრალოდ მოწყენილად ჩამთვალეს. ასე რომ არავის სურდა ჩემთან გამოლაპარაკება და დაახლოება. სულ თბილ ბავშვებს მოველოდი, რადგან ნამდვილად იყვნენ კიოტოს სკოლაში თბილი ბავშვებიც თუ ჩემს ყოფილ სამეგობრო წრეს არ ჩავთვლით რა თქმ აუნდა. ამიტომ მეგონა, რომ შემეკითხებოდნენ, რატომ გადმოვედი და მეტყოდნენ რა ლამაზი ხარ ან რა კარგია, იაპონია ძალიან მიყვარსო, მაგრამ იმედები ძალიან გამიცრუვდა რადგან არავინ გამომელაპარაკა და უბრალოდ უჩინარი ვიყავი. ალბათ პირველად და უკანასკნელად მაშინ შემომხედეს, როდესაც მასწავლებელმა კლასის წინაშე წარმადგინა, მე კი ამაყად წარმოვთქვი ჩემი გვარი და სახელი:
გამარჯობათ მე აკიო ნარი ვარ (Akiyo ნიშნავს "სიყვარულის ეფექტს" რომელიც იშვიათი გვარია იაპონიაში) იაპონიიდან ,კერძოდ კი კიოტოს საჯარო სკოლიდან გადმოვედი. იმედი მაქვს დავმეგობრდებით-თქო, ვთქვი საყვარლად, გაღიმებული სახით და ადგილი უცნაურ ბიჭის გვერდით დავიკავე.. რომ ვთქვა ვინმე მომეწონა-თქო სიმართლე ნამდვილად არ იქნება რადგან ყველა ჩემთვის ზედმეტად გადატვირთული იყო.
და აი სანატრელი ახალი წელიც დადგა, რომელსაც ძალიან ველოდი, რადგან პირველი ახალი წელი იქნებოდა სეულში ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. 27იანვარს მე და ჰარუმ ორცხობილები გამოვაცხეთ სხვადასხვა ფერის ტკბილეულით. ასევე ძალიან ბევრი კერძი მოვამზადეთ. მართალია ჩემთვის ოდნავ რთული იყო, რადგანაც იაპონიაში ახალი წელი 31 დეკემბერს იყო და 1 იანვრის დილა ძალიან მიყვარდა მაგრამ ალბათ ოდესმე გადავეჩვევოდი კორეაში 28 იანვარს ახალწელს, მაგრამ საქმე იმაშია რომ გამახსენდა ახალი წლის რიცხვი ერთი და იგივე არასდროს არ არის როგორც წლები იცვლება ისე არის ახალი წლის დღის ცვლაც. ძალიან მიყვარდა მოჩი და ბრინჯის ტორტი, რასაც ნამდვილად ვერ გავაკეთებდი მარტო ჩემით, ასე რომ გადავწყვიტე დათოვლილ გადატვირთულ სეულის საკონდიტროში ჩემით მარტო წასვლა. ულამაზესი იყო იქაურობა.
გადათეთრებული სეული. თოვლის ფანტელები სახეზე ნაზად მეცემოდა და იმ წამსვე დნებოდა რაც ძალიან მსიამოვნებდა. გზაში კი ჩემს საყვარელ სიმღერას ვღიღინებდი რომელიც კორეაში ცნობილ ჯგუფს NCT U-ს ეკუთვნოდა სახელად Without you. ალბათ ეს სიმღერა იმიტომ მიყვარდა ასე ძალიან, რომ ძირითადად წყნარი მუსიკის ფანი ვიყავი. ძალიან ციოდა, ვგრძნობდი როგორ მეყინებოდა ფეხის თითები მაგრამ მაინც ახალი წლის განწყობა ალბათ მთელ სეულში მხოლოდ მე მქონდა. ვიყიდე მოჩი და ბრინჯის ტორტი, შემდეგ კი დავიწყე სწრაფი ნაბიჯებით სახლისაკენ დაბრუნება რადგან ცოტაც და მივიყინებოდი. მოახლოვდა ახალი წელი 11:00PM იყო, როდესაც გადავწყვიტეთ ახალ წელს გარეთ შევხვედროდით სადაც ხალხი შეკრებილი იყო და ღია მინდორზე ისხდნენ ტკბილეულით, თითქოს პიკნიკზე იყვნენ ახალ წელსო. ულამაზესი იყო ის თუ როგორი მომღიმარი სახის გამომეტყველებით შესცქეროდნენ მეგობრებს. ალბათ, მეც რომ არ ვყოფილიყავი ბედნიერი იქ ყოფნა და ხალხის ცქერა ხასიათზე მომიყვანდა. დავსხედით და როდესაც თორმეტს ხუთი დააკლდა ხალხმა ერთიანად დაიწყეს ხუთიდან ერთამდე ათვლა და როდესაც დაამთავრეს უეცრად კიდევ უფრო ხმაური შეიქმნა და ცა ულამაზესმა ფეიერვერკებმა მოიცვა. შევსცქეროდი და მართლაც რომ ულამაზესი სანახავობა იყო. იმ მომენტში ძალიან მინდოდა ფოტოს გადაღება და ჩავიბუტბუტე წყნარად:
-რა კარგი იქნება ამის ფოტო-თქო.
ვერ გადავიღებდი რადგან არ მქონდა ფოტოაპარატი. ჩემი ტელეფონი კი ნამდვილად არ იღებდა კარგ ფოტოებს..
უეცრად ჩემს მხარზე ხელის ნაზი შეხება ვიგრძენი, რომელიც დაძახების ნიშანი იყო უკან შევტრიალდი და ჩემთვის სრულიად უცხო ბიჭი იდგა ფოტოაპარატით და პატარა ფოტოთი ხელში და გაღიმებული მიყურებდა. ეს ის შემთხვევა იყო, თავი ცუდად რომ ვიგრძენი რადგან ბიჭი ჩემზე ლამაზი იყო. ის შესანიშნავი იყო, ლამაზი ყავისფერი სწორი თმით, საშუალო სიმაღლის და ძალიან თბილი ღიმილით. გაკვირვებული შევხედე. ჩემი სახის გამომეტყველება კი ამბობდა ვინ ხარ ან რა გნებავთ-ს. მან ხმის ამოღება არ დამაცადა და მითხრა ნაზი მაგრამ ოდნავ ბოხი ხმით:
-თქვენი ნათქვამი გავიგე , რომ ამ ლამაზი სანახაობის ფოტო ძალიან გინდოდათ ამიტომ აიღეთ-ო
გამომიწოდა ფოტო და ხელის ნელი მოძრაობით გამოვართვი. დავხედე ფოტოს და მართლაც რომ არაჩვეულებრივი გადაღებული იყო. მადლობა გადავუხადე და გავუღიმე. დავხედე ფოტოს და მის სილამაზით დაბრმავებულმა იმ უცხო ბიჭის გაუჩინარება ვერც კი გავიგე....
ის უცხო პიროვნება ახალი წლის შემდეგ აღარ შემხვედრია. გაკვირვებული და გახარებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ შემი ჩუმი ბუტბუტი ამდენ ხმაურში გაიგო და თან გაითვალისწინა და ფოტოსურათი მაჩუქა. კორეაში დიდიხანია რაც ვარ, უკვე სკოლაც დავამთავრე და იქითა წლიდან უნივერსიტეტს ვიწყებდი, რაც ძალიან მიხაროდა, ამ დროის მანძილზე კი არავის სურდა ჩემთან გამოლაპარაკება. არავის შევუმჩნევივარ და არავის მოუცია ჩემთვის არაფერი. არცერთ პიროვნებას არ ქონდა ჩემს მიმართ მისნაირი თბილი ღიმილი... ამის შემდეგ კი დიდი დრო გავიდა და ნელ-ნელა უცხო პიროვნებაც მავიწყდებოდა და მასზე აღარ ვფიქრობდი. მაგრამ მისი ნაჩუქარი ფოტოსურათი ოთახში მქონდა ჩამოკიდებული, რაც მის თავს ყოველდღე მახსენებდა....

Hi guys👋🏻ესეც ჩემი ფიკის 6 თავი,იმედი მავს მოგწონთ ❤️ უფრო საინტერესო გახდება გპირდებით❤️❤️მადლობა ყველა მკითხველს,დროებით❤️🌸

When cherry blossom blooms Where stories live. Discover now