-25- BLACK DRAGON

31 3 2
                                    


-რამოხდა?
-გთხოვ მოდი მოლთან,შენი დახმარება მჭირდება.
-კარგი,მალე მოვალ.
მანქანაში ჩავჯექი.
ამ დროს იმდენი ახალგაზრდა შეკრებილიყო ზაფხულის დღეს.
არც არის გასაკვირი.

ამდენ ხალხში ნამჯუნის ცნობა რთული არც ყოფილა,რადგან სათამაშოს აპარატთან მის გარდა არავინ თამაშობდა.
მივხვდი რატომაც დამირეკა,მაგრამ ეს ფაქტი საერთოდ არ მაბრაზებდა,რადგან ჩემი მოსაწყენი დღის შემდეგ გარეთ გამოსვლა,მეგობართან ერთად ნამდვილად კარგი იდეა იყო.
-ნამჯუნ,ამისთვის დამიძახე?-სიცილით ვუთხარი მას და აპარატს თვალი შევავლე.
-ხო.. ეს შავი პატარა დრაკონი მინდა და ვერ ვიღებ. არ ვიცოდი რა მექნა და შენ დაგირეკე.-კნუტის თვალებით შემომხედა და ტუჩები გამობერა.
-კარგი აბა ვნახოთ.....აჰაა,ესეც შენი შავი დრაკონი.
-კარგი რაააა რა უსამართლობაა,ამდენი ხურდა შევწირე, აქამდე რატომ არ დაგირეკე?
-და რათგინდა შენ ეს სათამაშო?
-მე არ მინდა,საჩუქარია.
-შე მაიმუნო,ვის ჩუქნი?
-შენ რა ადამიანი ხარ,მეგობარის დაბადებისდღე დაგავიწყდა?
-რომელი მეგობარის?
-არიას აქვს ხვალ თეჰიონ.
-და შენ ეგ ერთი პატარა სათამაშო უნდა აჩუქო?
-შენ არც გახსოვდა,მერე რა.
-არა მასე არ გამოვა,მოლში შევიდეთ წამოდი და უკეთესი რაღაც ავარჩიოთ
-ოოოო კარგი რა მეზარება.
-არა,წამოდი.

საათები ვიარეთ მე და ნამჯუნმა,საბოლოოდ კი მარტო მე ავარჩიე საჩუქარი.
გულის ფორმის,საშუალო ზომის კრისტალი,რომელიც ლურჯად ანათებდა და სასაჩუქრე ყუთში,ძალიან ტკბილიც რომ არ გამოვსულიყავი წერილი წარწერით"ლურჯი ცივი ფერია,ისეთივე ცივი როგორც შენი გულია ლამაზო,გილოცავ" ჩავაგდე და ნამჯუნს ჩხუბი დავუწყე.
-ამ მოლში,დაახლოებით 70 მაღაზია მაინც იქნება და შენ მაინც ვერ აარჩიე საჩუქარი? უკვე 12 საათია მოვიდა არიას დაბადებისდღე შენ კი მხოლოდ ეგ შავი დრაკონი გაქვს ხელში.
-იდეა მაქვს,ჩემი აზრით ყველაზე კარგი საჩუქარი მე მექნება,წამოდი.

და...საბოლოოდ...მაშინ ხარ ნამდვილი
მეგობარი,მთელი ღამე საჩუქარის გაკეთებაში რომ ეხმარები ძმაკაცს და ძილზე უარს ამბობ...

When cherry blossom blooms Where stories live. Discover now