Taehyung's povოთახში ფიქრით ვიყავი გართული,როდესაც ჩემი დის ზარმა გონზე მომიყვანა.
ვარჯიშობდა და გვიან მარტო წამოსვლა არ უნდოდა ამიტომ წამოყვანა მთხოვა,მისამართი მომწერა და ჩემი ფულით ნაყიდი ახალი მანქანით გავემართე იმ მისამართზე,რომელიც მან მომწერა. ძალიან მეზარებოდა,მაგრამ ჩემი ახალი მანქანის გამოცდა მახარებდა მხოლოდ.
მივედი მისამართზე,ჩემი მანქანა დავაყენე და შენობაში შევედი.
მივუახლოვდი კარს,საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი მაგრამ ჩემ დას სულ მომღიმარი ვხვდებოდი თვალში და დღეს მომიწია ყალბი ღიმილი,მხოლოდ დღეს...სულ მხიარული ვარ..ასევე თბილიც,ალბათ ეს არის მიზეზი რატომაც უნივერსიტეტში ყველა გოგო ჩემზე გიჟდება,არვიცი..
კარებზე დავაკაკუნე,ველოდი კარებისმიღმა პატარა გოგონას რადგან ჩემი დაც პატარაა,შესაბამისად ერთნაირი ასაკის მეგონა ორივე.
მაგრამ შევცდი...
კარები გაიღო. გაოცებული დავრჩი
-ნუთუ დამთხვევა? ახალი წელი,იაპონია,ახლა სახლიც ვიცი მისი? ჯანდაბა! რა იღბლიანი ვარ.-ვფიქრობდი გულში და ამ დროს უცხო ვარდისფერთმიან გოგონას მივშტერებოდი.უცხოს მისთვის,მაგრამ მე მშვენივრად ვიცანი.
რა ლამაზია,რა კარგი თვალები აქვს.. და მაინც რატომ შეიცვალა თმის სტილი? ესეც ძალიან უხდება მაგრამ, ბუნებრივად უკეთესი არიყო ვითომ?
ამ აზრებს ყურადღება აღარ მივაქციე,რადგან შემეძლო ასე გაშეშებული მივშტერებოდი მთელი დღე და ხმა ამოვიღე.
გავეცანი. აკიო ნარი?სახელი და გვარიც რა კარგი აქვს.. საუბარი დავუწყე,ხატვა ყვარებია.. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა,რომ ის უბრალოდ შესანიშნავი იყო.. ბევრი საერთო გვაქ,მაგრამ გული მწყდებოდა ახალ წელს ჩემი ნაჩუქარი სურათის გამო რომ არ დამიმახსოვრა და ვერ მიცნო. ნუთუ ასეთი უმნიშვნელო იყო? მეკი მეგონა,რომ ძალიან გავახარე და ჩემი დამახსოვრების საშუალება მივეცი ფოტოს დახმარებით. მაგრამ იმედები გამიცრუვდა. ალბათ ის ფოტო დაკუჭა და გადააგდო.. კარგი,რა მნიშვნელობა აქვს..
საუბარში როდესაც გავერთეთ, დედამისი მოვიდა.
მაინტერესებდა დედას გავდა თუ არა,მაგრამ ოთახში შემაგდო რაზეც სიცილი ამიტყდა. თქვა რომ დედამისი გაუბრაზდებოდა მე კი ჩუმად ვიყავი მის ოთახში.
-ანუ ეს მისი ოთახია?
ჰმ რალამაზი ოთახი აქვს.-ვბურტყუნებდი ჩუმად.
ალბათ სხვას უბრალო ეგონებოდა,მაგრამ ნამდვილად არ იყო უბრალო, ის ნახატებით და წიგნებით სავსე იყო. რომ ვთქვა წინგების კითხვა მიყვარდა-მეთქი, არიქნება მართალი. როდესაც შევედი, ნარის სითბო ვიგრძენი მიუხედავად იმისა,რომ ის აქ არ ოყო. ნაცრისფერი კედლები რომელსაც მცენარეები მოწყენილობას უკლავდა, თეთრ ფუმფულა ხალიჩაზე, დაყრილი იყო სხვადასხვა წიგნები. შემდეგ მარცხნივ გავიხედე და მაშინ შევიგრძენი ნამდვილი ნარი,კუთხეში მიყუდებულ ვიოლინოს შევხედე და წარმოვიდგინე თუ როგორ უკრავს ნარი მასზე.გახსნილ უჯრაში ნოტები შევამჩნიე, დავხედე და მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი გავიგე მივხვდი რომ ნარისთვის ბევრს ნიშნავდა.ვიოლინო ძველი იყო,ალბათ პატარაობაში ამით ისწავლა დაკვრა.. რადგან ახლა სხვა ვიოლინო ჰქონდა,ალბათ ამის ჟღერადობა შეიცვალა?არვიცი.. წინ უზარმაზარი ფანჯარა იყო საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, ალბათ ეს აძლევდა ინსპირაციას სამუშაო მაგიდასთან მოკალათებულიყო და ემუშავა. საწოლისაკენ წავედი, რადგან შევნიშნე ძაფზე ჩამოკიდებული ნახატები და ფოტოები, რომლებიც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ინახავდა:
პატარა გოგონა(ჰარუ) მომღიმარი უცხო მოზართთან ერთად,რომელიც ნარის ძალიან გავდა, ნაცნობი ყელსაბამი შევნიშნე, თავიდან ვერ ვიცანი მაგრამ როდესაც დავინახე ავფორიაქდი და შემდეგ მალევე ვიცანი, მივხვდი თუ როგორ დაწყდებოდა გული მას,დაკარგვის შემდეგ. ყვავილების ფოტოები,ოჯახის ფოტოები, მისი ნახატები სადაც აყვავილებული ალუბალი იყო,უბრალო ყვავილები..
შემდეგ ფეიერვერკების ფოტო შემხვდა, რაც ძალიან მეცნო,იმ დღიდან ახალწელს გადავინაცვლე და ვგრძნობდი ფეიერვერკების აფეთქებისგან სილამაზეზე როგორი გაოცებული ვიყავი.
იმდენად გახარებული ვიყავი ვერც კი ავღწერ..
-ანუ შეინახა..
ჩავიბუტბუტე თვალები ამიცრემლიანდა და გავიცინე.
ფიქრი ვერც მოვასწარი, ჩემი და შემოვარდა და სახლში წავედით...გამარჯობა ბავშვებო❤️ესეც 11 თავი იმედი მაქვს მოგწონთ, ლავ იუ ალლ❤️❤️შეხვედრამდე.
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romanceალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...