-24- Call from the past

26 4 0
                                    

Taehyung's POV

დილით ჩემით მომზადებულ საუზმეს,მიკვირს როგორ გადავურჩი.
დედაჩემის მომზადებული საუზმე,რაც მუშაობა დაიწყო,არ მიჭამია.
სულ ან რესტორანში ვჭამ,ან მარტო ბრინჯს და კიმჩის.
კიმჩისაც ბებია გზავნის მხოლოდ ჩემთვის,რადგან ძალიან ცხარე კიმჩი მხოლოდ მე მიყვარს.
დღეს კი რაღაც ახალი ვცადე,მაგრამ ვინანე...
ჩემით მოვიგონე რაღაც,არც მე ვიცი რა დავარქვა,ჰმმმ..
ცხარე პიცა,კიმჩით და ბრინჯის,თევზის ნამცხვარით??
აშკარად ცუდი კომბინაციაა.
უნივერსიტეტი გავაცდინე.
ერთადერთი ბედნიერებაა მარტო ყოფნის.
შემიძლია უნივერსიტეტი როცა მომინდება,მაშინ გავაცდინო,არავინ შემეკითხება რატომ და არავინ დამიწყებს ჩხუბს.
ბებიაჩემი უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობს,კარგი იქნება მასთან რომ გადავიდე.
ყოველდილით ბებიას მომზადებული,გემრიელი საუზმე.
დილით ერთი საათით ადრე გასვლა აღარ მომიწევს.
ძილის დროც მომემატება.
კარგი იქნება,რომ არა ჩემი და..
მარტო ვერ დავტოვებ,არამგონია დედაჩემმა მაგის ნება დაგვრთოს.
ჩემი დის გარეშე კი ვერც დავიძინებ.
ყოველღამე მის დაკრულ ვიოლინოს ხმაზე მეძინება.
ამხელა ოთახში,სულ შიშით ვიღვიძებდი ადრე,მაგრამ ჩემი დის წყალობით მშვიდად მეძინება და დილითაც აღარ ვიღვიძებ ხელების კანკალით.
და როგორც ყოველთვის,ჩემი სიმყუდროვე ტელეფონის ზარმა დამირღვია.
ნამჯუნის გარდა,არც არავინ მირეკავს ტელეფონზე,ახლა კი ნამჯუნი ნამდვილად არ ყოფილა.
უცხო ნომერი იყო და რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ,ავიღე.
-დიახ,გისმენთ?
-კიმ თეჰიონი მინდოდა.
-დიახ მე ვარ,თქვენ ვინ ბრძანდებით?
-ჯინიონგი.-გავშეშდი,ხმა ვერ ამოვიღე და დაუფიქრებლად გავუთიშე,მაგრამ იმავე ნომერმა საღამომდე რეკვა არ შეწყვიტა და სხვა გზა აღარ დამრჩა.
ვუპასუხე.
-გისმენ,რა გინდა? ხომ გაგაფრთხილე,აღარ დამირეკო-მეთქი?
-არ შეიძლება წელიწადში ერთხელ მაინც,რომ მოვიკითხო ჩემი პატარა ძმა?
-არა!
-თეჰიონ,გთხოვ მხოლოდ ერთი საათი და აღარ შეგაწუხებ.
-კარგი! და მეორედ აღარ დარეკო ასეთ სისულელეზე.
-სადაც ვხვდებით ხოლმე, ნახევარსაათში მოდი.
გავთიშე და მომზადება დავიწყე.
რა აუცილებელია ყოველწელს,იგივედროს რეკვის ატეხვა? გავაფრთხილე,ნუღა მეკონტაქტები-მეთქი,რაღა უნდა?  თითქოს ჩემთვის ვეუბნებოდე...
ნახევარი საათი სწრაფად გავიდა,ასეთ მომენტებში დრო იწელება-ხოლმე,მაგრამ ახლა არ გაწელილა.
მანქანა დავძარი.
ჩემი თავი დავამშვიდე და გულში ჩემს თავს ვეუბნებოდი,არაფერი მოხდება დღეს,თეჰიონ.
-ჯინიონგ მოვედი,სად ხარ? ვერ გხედავ.
-ის ადგილი დაკავებული იყო,ფანჯარასთან მოდი.
ნაბიჯი გადავდგი, სარკესთან შევჩერდი და თმების ლამაზად დაყენება დავიწყე.
თითქოსდა ვინმესთვის კარგი ჩთაბეჭდილების დატოვება მინდოდა.
-თეჰიონ!გამარჯობა,როგორ გაიზარდე.-ტელეფონში განსხვავებული ხმა ჰქონდა,სინამდვილეში ზუსტად ჩემნაირი ხმა აქვს,მაგრამ ჩემზე ბევრად ლამაზია,ჩვილი ბავშვის გულით.
პატარა რაღაცაზეც კი,თვალები გაუნათდა.
-დაჯექი,არ შეწუხდე.-ფეხზე წამოდგომა დააპირა.მხარზე ხელი დავადე და ადგილზე დავაბრუნე.
-როგორ ხარ აბა? მიამბე შენზე.
-კარგად ვარ,დედა და მამა მუშაობენ,იურინი ისევ უკრავს ვიოლინოზე. შენ როგორ ხარ?
-მე ბანკში ვმუშაობ,ძალიან კარგი სამსახური მაქვს,ზუსტად ჩემთვისაა სულ ვზივარ.-სიცილი დაიწყო.შეიძლება წელიწადში ერთხელ ვხედავ,მაგრამ მაინც ჩემი ძმაა და ვცნობ მის ყალბ ღიმილს,რომლითაც ვითომ ჩემს მოტყუებას ცდილობს.
არ ჩავერიე, არ მინდოდა ინტერესი გამომეჩინა.
-კარგია.
-შეყვარებული ხომ არ გყავს?
-არა,შენ?
-კი,მალე ქორწილი გვაქვს და პირისპირ მინდოდა მოსაწვევი ბარათი გადმომეცა.
-გილოცავ,ბედნიერებას გისურვებ.
-მადლობა,ჩემი გუნდელის და ყოფილა,როგორ დაემთხვა,არა?-ისევ სიცილი დაიწყო,მაგრამ ამჯერად გარკვევით ამოვიკითხე მასში სევდა.
-რომელი გუნდელის? შენი მეგობარი, რომ იყო?
-ხო,ხო მაგის.
-მახსოვს როგორ მასწავლიდა მეც თამაშს,მაგრამ არაფერი გამომდიოდა და დამცინოდა.
-აჰაჰაჰა,არ დაგცინოდა, უბრალოდ თვლიდა,რომ საყვარელი იყავი და ამას სიცილით გამოხატავდა.
-გასა...-წყეული ტელეფონი,გული გამიხეთქა. სულ ასეთ მომენტებში რატო მირეკავენ-ხოლმე? და სულ ნამჯუნი რატომარის??
-ბოდიში,უნდა ვუპასუხო.
-კარგი.
-თეჰიონ! სად ხარ?
-რა გინდა?
-უნდა დამეხმარო! მალე მოდი!!
-რამოხდა?.....

გამარჯობათთ❤️❤️ესეც ახალი თავი,მალე მომიწია დადება ხო?😂❤️ როგორხართ? მადლობა რომ კითხულობთ,ძალიან მიხარია ამდენი მკითხველი რომ მყავს,მაგრამ გთხოვთ რას ფიქრობთ დამიწერეთ,უფრო გამეხარდება❤️❤️❤️დროებით👋🏻

When cherry blossom blooms Where stories live. Discover now