-28- Love hurts

14 3 2
                                    


-იმ დღის მერე ნამდვილად მოს...
ნარიმ თეჰიონს ხელი ჰკრა და ნელი ნაბიჯებით აივანს გასცილდა.
ჯეჰიონი გამწარებული აკვირდებოდა თეჰიონის საქციელს და მიუხედავად მისი ბრაზისა,მაინც წყნარი საუბარი დაუწყო მას:
-თეჰიონ რას გულისხმობ შეგიძლია ამიხსნა?
-არ მისმენდი? თუ დებილი ხარ და ვერაფერი გაიგე?-აუღელვებლად უპასუხა თეჰიონმა და წასვლა დააპირა.
ჯეჰიონმა მას ხელი წაავლო და არ გაუშვა:
-არ დამისრულებია შენთან საუბარი.-ისევ წყნარად უთხრა ჯეჰიონმა.
-არ ვიცი რა მოხდა იმ დღეს,მაგას ნამდვილად გავარკვევ,მაგრამ ეგ ვიცი,რომ ნარი მასეთი ადამიანი არ არის. არ გაერთობა ბიჭებით და ძალიან კარგად ვიცი,შენი დამოკიდებულება ნარის მიმართ.ყველაფერს კარნავალზე მივხვდი. შეიძლება არ გიცნობ,მაგრამ იმ მომენტში შენი გრძნობები,ძალიან კარგად ამოვიკითხე.ნარიზე ნერვიულობდი და ის ჩემთან ერთად არ გამოუშვი,რადგან შენთვის უცხო ვიყავი.ამ საქციელის შემდეგ კი დარწმუნებული ვარ,რომ შენ იმ დღეს ნარის ცუდს არაფერს აკადრებდი.
რაც შეეხება მე და ნარის ურთიერთობას,მე მას კარგ მეგობრად ვთვლი.
-აჰჰ,და რატომ ვფიქრობ,რომ მოგწონს?თან ლოყაზე ხელ..
-არ ვიცი თეჰიონ,მაგრამ ის ნამდვილად ვიცი,რომ მე ნარის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს. წლებია ერთი გოგო მიყვარს და არც გადამიყვარდება. ჩემზე არ უნდა ეჭვიანობდე,ნამდვილად მაგრამ ახლა ნარის ყველაფერი ჩაუშხამე. არიას გამო,ნარიმ მთელი ოთახი მორთო და მისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია,შენ კი აწყენინე,შეურაწყოფა მიაყენე და მთელი ეს დრო ახლა უნდა იჯდეს და არაფერი შეიმჩნიოს.-შეაწყვეტინა ჯეჰიონმა.
-აჰჰჰ ჯანდაბა! მართალი ხარ.-თეჰიონი ჩაიკეცა და ხელები თავში ჩაირტყა.
-ახლა რა ვქნა?-შეეკითხა თეჰიონი ჯეჰიონს.
-ახლა ვერაფერს იზავ. ჯობს ხვალ ესაუბრო ნარის და ბოდიში მოუხადო.
მთელი დღე ასე ჯდომით ვერაფერს იზავ.-თქვა ჯეჰიონმა და ოთახში დაბრუნდა.
-თეჰიონ,არ მოდიხარ?-დაუყვირა მან და თეჰიონს გადახედა.
-ცოტახანში მოვალ.
არიამ ყველას საჩუქარი გახსნა. ნელ-ნელა კი ყველა სახლში ბრუნდებოდა. ბოლოს მხოლოდ არია,სუმინი,ნარი,თეჰიონი და ნამჯუნი დარჩა.
ნამჯუნი მისი ჩანთის ასაღებად წავიდა,დიდი ალბომი ამოიღო და არიას გაუწოდა:
-ესეც საჩუქარი ჩემგან,გთხოვ ოღონდ ახლა არ ნახო.
-ვაიმე ნამჯუნნ! მეგონა არაფერს მჩუქნიდი..
-არმინდოდა უცხოებთან ერთად მოცემა.. ძალიან ძველი რაღაცეებია.
-ჰაჰააა,მე ყველა ნანახი მაქვსს-დაიყვირა თეჰიონმა და სიცილი დაიწყო.
-ამან იმიტომ იცის,რომ გაკეთებაში დამეხმარა.
-ძალიან მაინტერესებსს! უნდა ვნახო ვეღარ მოვითბენნნ.-სწრაფად თქვა არიამ და ალბომს შლა დაუწყო.
არიას თვალზე ცრემლი მოადგა და როდესაც ალბომის ნახევარი ცარიელი დახვდა ნამჯუნს ახედა.
-ამ ცარიელ ადგილებში კი შენ ჩააკარი  ჩვენი ახალი მოგონებები.
-ნამჯუნ...
-არია,იცი..ააჰჰჰ... ჩ-ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ,საკუთარი და ყოველთვის მინდოდა,სამაგიეროდ არაბიოლოგიური და მყავხარ და გპირდე..
არიამ თავი დახარა.
ნარის ხელი წაავლო და გარეთ გავარდნენ.
არია ხმას არ იღებდა,მაგრამ ეტყობოდა როგორ სტკიოდა გული.
-არია? კარგად ხარ?
-აჰჰ.. რა დებილი ვარ ნარი,მე კი მეგონა,რომ სიყვარულს მიხსნიდა.-ჩაიბუტბუტა არიამ.-მე მეგონა რომ ნამჯუნს ვუყვარდი? ჰაჰაჰა არია.. რა სულელი ხარ!-დაიყვირა მან და ისტერიკული სიცილი ატეხა.
ნარიმ გულში ჩაიხუტა არია და იქვე მდგარ ნამჯუნს ანიშნა,რომ აქედან გამქრალიყო.
ნარიმ,არიას თვალებში ჩახედა და უთხრა:
-არი,დამიჯერე ამ ცხოვრებაში იმდენი მაქვს გადატანილი,ეს არაფერია.დარწმუნებული ვარ,ნამჯუნს შეუყვარდები მალე,თუ არ შეუყვარდი კიდე მე თვითონ მივასიკვდილებ!! შენს ცრემლებს არ ვაპატიებ.
-ნარიი.. მიყვარხარრ-თქვა არიამ და ნარი გულში ჩაიკრა.
-მეც,არი...ცოტაც მოიცადე,ყველაფერი კარგად იქნება!

When cherry blossom blooms Where stories live. Discover now