აჰჰ.. ჯანდაბა! კოდი რა იყო? დამავიწყდა.
რაღაც თვე და რიცხვი იყო..აჰააააა გამოვიცანი.
-თეჰიონ?-ჩურჩულით წარმოვთქვი მისი სახელი და სახლის გარშემო ნელი,ჩუმი ნაბიჯით დავიწყე სიარული და თეჰიონის ძებნა.
ჩასძინებია-გავიფიქრე ჩუმად ,ჩავიღიმე და საბანი კარგად დავაფარე.
სახეზე სულ ოფლი ასხავდა.
ცივი პირსახოცი დავადე შუბლზე და სამზარეულოს შემდეგ კი მისაღებ ოთახს დავუწყე დალაგება.
-როგორი არეული აქვს ყველაფერი,ეტყობა რომ ერთი თვეა მარტოა..
აქამდე რატომ არ მივხედე? ჰაჰა.
-კარგი ნარი! ჭურჭელიც დარეცხე და დღეისთვის თავისუფალი იქნები.ვცდილობდი ხმაური არ გამომეწვია,მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა.
ყურთან ცხელი,გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი და ტანში ჟრუანტელმა გამიარა.
ცალი ხელი წელზე მომხვია,ცალით ჯერ თმა გადამიწია,შემდეგ კი ყურსასმენი გამომაძრო:
-რას უსმენ?
-მოუსმინე და გაიგებ.
-გაბრაზებული ხარ?
-დიახ! ამდენხანს რატომ გეძინა? იცი როგორ მოვიწყინე?
-აჰ კარგი,კარგი მაპატიე,გპირდები მთელი დღე შენი ვარ!
-რას ვუსმენ და Homesickness.
-კარგი რა ნარი.. ხომ დაგპირდი,რომ მთელი დღე შენთან ვიქნებოდი. მართლა ასე მოიწყინე სახლში? ბოდიში,დაღლილი ვიყავი და...
-ჰააჰაჰაჰაჰაჰაჰ თეჰიონ.. ედვარდ გრიგის არის მართლა მაგას ვუსმენნ! აი ნახე!(https://youtu.be/QHQl_gR016c-გაიზ მოუსმინეთ ჩემი ფავორიტია <33)
-აააა.. ჯანდაბა. რა უხერხულია.
-არაუშავს. ნეტავ იცოდე რა საყვარლად მობუშტე ეგ ტუჩები ბოდიში,რომ მომიხადეეე.
-ნუ დამცინი,მოდი აქქქქქ.
-არააა, არაა ცოცხი დადეეეეეე
-მოდი მეთქი!!!! აბაზანაში ჩაკეტვა მაინც ვერაფერს გიშველის,ვერ გამექცევიი.
-ბოდიში,ბოდიშიიი აღარ დაგცინებ გპირდები. ოღინდ ეგ ცოცხი დადე.
-და სანაცვლოდ რას მივიღებ?
-10 წკლიპურტი ჩაამარტყი.
-ჰმმმ.. არა.
-საჭმელს გაგიკეთებ 1 კვირა!
-მეც ვიცი გაკეთება,თან არც მეზარება.
-მაშინ შენ მითხარი რა გინდა!
-პიკნიკი.
-პიკნიკი?
-ჰო,ტბასთან და თან ნავებითაც გავისეირნებთ.
-ოქეიიი,შევთანხმდით.საჭმელი შენ მოგაქვსს,დაგასწარი.
-კარგი,კარგიიიი გამოდი ახლა.
-ჯერ ცოცხი დადე.
-დავდე უკვე.
-ხმა არ გამიგიააა,ნუ მატყუებბ.
-გეფიცები დავდეე,გამოდი.
-კარგი,გამოვდივარ იცოდე და ცოცხი თუ დავინახე დაგშორდები.
-კარგი,კარგი მოიცა ჯერ არ გამოხვიდე დავდებბბბბ ახლავეე.
-ხუთამდე ვითვლი და გამოვდივარ...ერთიი.....ორიიიიი..სამიიი....ოთხიიი
-ცოტა ნელა დაითვალე,ვერ მოვასწრებბ.
-ხუთნახევარიიი....
-ვსო! გამოდი დავმალე.
-და ხუთი გამოვდივარრ!!!!
-რატო მორბიხარ? ჩემი გამოჭერა გინდა? ვერ მოგართვი, დავმალ..
ვაიმე.. ვეღარ ვსუნთ..
-მომენატრე.
-მეც.. ძალიან ოღონდ ისეც არ ქნა რომ გამგუდო.
-კარგი,კარგი.-ჩავიკისკისეთ ორივემ და საწოლში თბილად მოვკალათდით.
-რას ვუყუროთ?
-რაც შენ გინდა იმას.-ვუთხარი და ფილმის არჩევა მივანდე.
-კარგი.. მოდი წყევლას ვუყუროთ.
-აჰ.. ჰორორი?
-გეშინია?
-სახლში ვარ წასასვლელი,შენთვის ადვილი სათქმელია.
-აქ დარჩი.
-გინდა დედაჩემმა დამასინიაკოს?
-არაუშავს,მაინც მეყვარები.
-ჰო კარგიი. მიდი ჩართე..ასე გავიდა საათები.. მე და თეჰიონი კი ჰორორ ფილმზე სიცილით ვიგუდებოდით.
ამ ფილმისთვის მარტო რომ მეყურებინა,შიშით გული გამისკდებოდა.
რატომღაც თეჰიონთან ერთად,ყველაფერს უდარდელად ვუყურებ.
თითქოს,ის არის ადამიანი ვინც დამიცავს და ყველაფრის მიუხედავად გვერდში დამიდგება.
ის არის ადამიანი,ვინც არ დამტოვებს.
ბედნიერი ვარ მისნაირი ადამიანი რომ მყავს გვერდით.
ამ ყველაფერზე ყოველდღე მეფიქრება.
და ყოველდღე, უფრო და უფრო მიყვარდება ის..
მთელი ღამე საუბარში გავატარეთ.
უცხოპლანეტელებიდან დაწყებული, ყველაფერზე სასაუბრო თემა ამოვწურეთ.
პოლიტიკასაც შევეხეთ,ზოდიაქოს რუკაც შევუდგინე.
მან კი მე შემიდგინა.
მიუხედავად იმისა,რომ ის კარგად გავიცანი ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ რაღაც აწუხებს.
რაღაც რასაც ვერ მეტყვის.
მაგრამ შეიძლება ეს უბრალოდ ეჭვებია და ტყუილად ვნერვიულობ.
არ ვიცი..
ალბათ დრო მიჩვენებს.ბავშვებო!წინასწარ ბოდიშს გიხდით,დიდიხანი ვერ დავწერ ახალ თავს. შესაძლოა დავწერო.. არ ვიცი თუ შევძლებ,მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნდებით! დრობით❤️
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romanceალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...