გამოვაღე კარები და ადგილზე გავშეშდი....ეს ის მომენტი იყო,როდესაც ბიჭის შემშურდა. იმდენად ლამაზი იყო,გულმა საშინლად სწრაფად დამიწყო ცემა და გავშეშდი ამ უცნაური შეგრძნების გამო.
საშუალო სიმაღლის იყო, უცხო ლამაზი თვალებით... რომელიც თვალს არ მაცილებდა. შემდეგ ყურებამდე ჩაიცინა და მომესალმა:
-გამარჯობათ, მე კიმ თეჰიონი ვარ,იურინის დიდი ძმა,სასიამოვნოა.
თავის დახრით მომესალმა და თბილად გამიღიმა.
-მე აკიო ნარი ვარ,სასიამოვნოა შემობრძანდით თუ შეიძლება. ვუთხარი და მის თბილ ღიმილს მეც იგივენაირად ვუპასუხე.
რის გამოც თავს ჩხუბი დავუწყე, რადგან არმინდოდა თბილი გამოვჩენილიყავი ვინმესთან.
შემოვიდა და გაკვირვებული მიყურებდა,ვერ მივხვდი რა უნდოდა. შემდეგ უცნაური შეკითხვების დასმა დამიწყო:
-რამდენი წლის ხარ?
-20 შენ?
-რა დამთხვევაა,მეც.
ჩაიკისკისა რამაც გული კიდევ უფრო ამიჩქარა.
-აქ სასწავლებლად ჩამოხვედი?
-არა,ოჯახის პრობლემების გამო მომიწია დედასთან ჩამოსვლა,შესაბამისად სწავლაც აქ მიწევს რაც ძალიან მიხარია.
-აჰა ანუ სწავლა გყვარებია,არა?
ისევ იგივე ღიმილი..
ისე იცინოდა თითქოს სიცილის გარდა არაფერი შეეძლო.
-აჰ კი..შენ არ გიყვარს?
დაფიქრდა და რამოდენიმე წამის შემდეგ მიპასუხა.
-ფოტოგრაფი ვარ,ამიტომ არ ვფიქრობ რომ აუცილებელია ყველა საგნის სწავლა.
-ანუ ხელოვნება გიყვარს?
-თან ძალიან..
ძალიან გამიხარდა რადგან საერთო აღმოგვაჩნდა და საუბრის გაგრძელება უფრო და უფრო მომინდა.
-ძალიან კარგია, მე მხატვარი ვარ მაგრამ ვიოლინოზეც ვუკრავ-ხოლმე.
მეც ისევ ისე გავუცინე რატომღაც.
ბიჭმა ტკბილეულს თვალები მოაცილა და მე ამომხედა.
-ალბათ ძალიან მოგწონს,ხო?
-კი მაგრამ არ ვხატავ ხშირად.. ძირითადად რამის დახატვა რომ მინდება მხოლოდ მაშინ..
-მეც მიყვარს ხატვა, უბრალოდ არ გამომდის..
-რატო?
თეჰიონი პასუხის გაცემას აპირებდა,მაგრამ იურინმა შეგვაწყვეტინა:
-უკაცრავად? ხელს ხომ არ გიშლით?
მე და თეჰიონმა ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი დავიწყეთ.
უცბად კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ვაიმე დედაჩემი მოვიდა!
დავიყვირე, წამოვხტი და თეჰიონს ხელი წავავლე, ჩემი ოთახის კარი გავაღე და შევიყვანე:
-აქ შედი,არმოეწონება დედას სახლში უცხო ბიჭი რომ მყავს, ამიტომ ჩუმად იყავი და როდესაც კარგი დრო იქნება გეტყვი და გამოდი,დიდი ბოდიშიიი.
ძალიან მცხვენოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა..
კარი გავუღე დედას და იურინი გავაცანი.. დედა როგორც ყოველთვის მიუჯდა გვერდით და საუბარი გაუგრძელა მას გვიანობამდე.. რის შედეგადაც ლამის იქვე ჩამომეძინა.. როგორც იქნა ადგა დედა და საპირფარეშოში გავიდა. იურინს კი ვანიშნე თვალით ჩუმად გამოეყვანა ოთახიდან თეჰიონი,ხელი დავუქნიე ორივეს,თვალებით მწუხარება ვანიშნე და დავემშვიდობე ხელის დაქნევით..
დედა გამოვიდა და გაკვირვებული სახლს ათვალიერებდა:
-სად წავიდა შენი მეგობარი?
-დედა ჩემი მეგობარი არ არის,თანაც გვიანია და შორს ცხოვრობს.
-კარგი,კარგი წადი დაიძინე.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ოთახისკენ წავედი.. ჯერ კიდევ იყო თეჰიონის ტკბილი,მაგრამ მაინც მამაკაცის სუნამოს სურნელი.
-ღმერთო? რა პანიკებში ჩავვარდი?
ხმამაღლა ვთქვი და ბალიში თავში ჩავირტყი..
-აუჩ.... მეტკინა.
სიცილი ავტეხე,მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცხვენოდა ჩემი საქციელის,მაინც სახალისოდ ჩავთვალე.. ფიქრების დროს კი ჩამეძინა კიდეც......გამარჯობა ბავშვებოოო.. ესეც 10 თავი❤️მადლობა ყველასს ვინც კითხულობს,დროებიით.❤️🌸
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romanceალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...