-14- Party

37 6 0
                                    

 
Nari's pov

დიდიხნის დაწყებულ ლექციაზე შევედი და ლექტორის ყურადღებით მოსმენა დავიწყე. მიუხედავად იმისა,რომ ვერაფერი გავიგე.
დღეს ბევრი ლექცია მაქვს, შესაბამისად გვიან მიწევს სახლში წასვლა და გული მწყდებოდა, რადგან ვიოლინოსათვის ცოტა დრო დამრჩებოდა.
გული სწრაფად მიცემდა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სერიოზული დანაშაული ჩავიდინე.
არ ვთვლი, რომ ცუდად მოვიქეცი რადგან ჩემი სათქმელი ვუთხარი.
ვუთხარი ის,რასაც იმსახურებდა. მაგრამ არამგონია ეს ყველაფერი სერიოზულად გაეგო რადგან ჩემი ნამდვილი ხასიათი შეისწავლა მან..
ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ადამიანს ასე მარტივად შევესწავლე,იმ ადამიანს რომელიც მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი,თუ რა თქმა უნდა იაპონიას არ ჩავთვლი.
და მაშინ მეოთხედ სად მნახა?? იაპონიამდე იყო ნეტავ? თუ იაპონიის შემდეგ?
ამაზე თუ ვიფიქრე,სწავლას ვერ შევძლებ! ამიტომ ნარი მოუსმინე ახლა ლექტორს.
-ბავშვებო როგორც უკვე იცით ზაფხულში ექსკურსიაზე წასვლას ვაპირებდით,მაგრამ საკმარისი თანხა არ გვაქვს,ამიტომ გადავწყვიტეთ,რომ საზაფხულო წვეულება მოგვეწყო,იმ თანხით რაც მოგვიგროვდა.-გამოგვიცხადა ლექტორმა,რამაც ბავშვების ხმაური გამოიწვია.
-ვიცი ბავშვებო, ეს არც მე არ მახარებს, მაგრამ უნდა გაგვიგოთ,ვერაფერს ვიზავთ..
-კარგით დღეისათვის მორჩა,თავისუფლები ხართ.-თქვა მან,აიღო მისი ჩანთა და დარბაზიდან გავიდა.
სიმართლე რომ ვთქვა. დიდად არცერთი მახარებდა,მაგრამ ექსკურსია ძალიან მინდოდა არა იმიტომ,რომ ბავშვები გამეცნო. ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზ ადგილას ვაპირებდით წასვლას.
არც გამიკვიდა, რადგან ისეთი ადგილი იყო, იაფი არ დაჯდებოდა და მეორე კურსის ბავშვებს ვერ წაგვიყვანდნენ ყველას ერთად..
წვეულებაზე კი რა მინდა? არავის ვიცნობ,შესაბამისად ვერც გავერთობი..
ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავალაგე და მეც სხვების მსგავსად დავტოვე დარბაზი..
-თეჰიონ დამელოდე!-დაიყვირა უცხო,გამომწვევად ჩაცმულმა გოგონამ, რაც ჩემს ყურებს გარკვევით მოესმა.
თეჰიონი სად არის? დავიწყე მისი ძებნა.
ის კი ფანჯარასთან იდგა და მზერას არ მაშორებდა.
პირველად,იმის გამო რომ ვიღაცას სიმართლე პირდაპირ ვუთხარი,ვინანე... არ ვიყავი მის სერიოზულ სახეს მიჩვეული. ორჯერ მყავს ნანახი და ორივეჯერ სულ იღიმოდა.
-ყოჩაღ ნარი! გაგეგო მაინც მიზეზი და მერე აგეტეხა ერთი ამბავი.. იქნებ რა მოხდა?-ჩავიბუტბუტე ჩემთვის და უნივერსიტეტი დავტოვე..
ბევრი ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე წავსულიყავი წვეულებაზე,რადგან თეჰიონისათვის ბოდიში მომეხადა და წყნარად მომეთხოვა მიზეზი იმის,თუ რატომ გამოაქვეყნა ჩემი ფოტო დაუკითხავად.
სახლის გზას გავუდექი... მოვასწარი "ჯეინ ეარი"-ს დასრულება ავტობუსში.
მიხაროდა რადგან ჯეინზე წარმოდგენა წიგნის დასრულების შემდეგაც არ შემცვლია.
-ჰმ.. ხვალ შაბათია,წვეულების დღე.
რა ჩავიცვა?-ვკითხე ჩემს თავს გადატვირთული დღის შემდეგ და საწოლზე დავწექი.
ვიოლინოზე დაკვრა ნამდვილად ძალიან მინდოდა,უბრალოდ ნამდვილად არ მქონდა ახლა,ასეთ მდგომარეობაში მაგის თავი. ამიტომ დავწექი და ჩემს სიზმრებს დავუბრუნდი..

შაბათი
წვეულების დღე
8:00PM

ბევრი ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა ავარჩიე ჩასაცმელი წვეულებისათვის.

თეთრი კონვერსები ჩავიცვი ფეხზე და წვეულებაზე წავედი.
როდესაც მივედი მივხვდი, რომ წვეეულებები ნამდვილად არ ჯდება ჩემს სტილში.
თეჰიონს დიდიხნის განმავლობაში ვეძებდი.
აი ისიც.
რა ბედნიერია,როგორც ყოველთვის.
ჩემს დანახვისას ღიმის შეწყვეტს?
არმინდა ხასიათი რომ გავუფუჭო.
მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,უნდა მივიდე და მოვუბოდიშო.
იმედი მაქვს შევძლებ იმის შეკითხვას,თუ რატომ გამოაქვეყნა ფოტო.
მის წინაშე თავს შერცხვენილად ვიგრძნობდი და ეს ყველაფერი ჩემი ფეთქებადი ხასიათის გამო, რომელიც მამაჩემს რომ შევეპასუხე მაქედან თან დამყვება.
მაგრამ გავრისკე.
არაფერი მინანია.
ამდენი ხნის განმავლობაში, პირვლად გადავდგი ასეთი ნაბიჯი.
ამ ნაბიჯის წყალობით მე ახლა მეგობრები მყავს...
თეჰიონისაკენ წავედი.
მივუახლოვდი და შემამჩნია,მანაც და მისმა სამეგობრომაც.
-გამარჯობა თეჰიონ.-მივესალმე მას მაგრამ პასუხის ნაცვლად ჩამიცინა და მითხრა:
-უკვე მეხუთედ ნარი.
-ამმ.. ჰოო.. საქმე მაქვს შენთან,შეგიძლია ცოტახანი გამომყვე? სადმე წყნარ ადგილას ვისაუბროთ..
-კარგი.-ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
წასვლას ვაპირებდით როდესაც უცხო ბიჭი მომიახლოვდა და ხელის ჩაკიდებით სწრადად შემაჩერა.....

ჰაიით👋🏻 ესეც 14 თავი, შემდეგს ალბათ ხვალ დავდებ😊 ბავშვებო გთხოვთ ვინც კითხულობთ, დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, ან საერთოდ გავაგრძელო თუ არა.
რადგან მნახველებთან ერთად კომენტარების მატებაც მოტივაციას მომცემს და უფრო მეტად გამეხარდება ახალი თავების წერა❤️❤️ მადლობა მკითხველებს და გთხოვთ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეთ❤️დროებით.

When cherry blossom blooms Where stories live. Discover now